ოცნების ბაღი საკუთარი ხელით

ცოცხალის კიდევ უფრო გაცოცხლება – ამ ამოცანას ისახავს ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც ბუნებრივი მასალებისგან – რელიეფისა და მცენარეებისგან ახალ პეიზაჟს ქმნის.

მაგრამ როგორც ცნობილია „ჯადოსნობა შეკვეთით“ საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა, შესაბამისად, ოცნების ბაღის მოსაწყობად ლანდშაფტის არქიტექტორის მოწვევა ყველას არ შეუძლია.

თუმცა ყურების ჩამოყრა არ ღირს. თუ პროექტირების ძირითადი პრინციპები იცით, ისე შეგიძლიათ საკუთარი ბაღის გადასხვაფერება, რომ ბოლოს თავადაც ვერ იცნობთ.

ბაღის დეკორირების პირველი ეტაპი: ვირჩევთ სტილს

ბაღის დაპროექტების დაწყებისას, პირველ რიგში, მის დანიშნულებაზე უნდა იფიქროთ: მის მუდმივად გამოყენებას აპირებთ თუ ის მხოლოდ ზაფხულის ან ზამთრის შვებულებისა და უიქენდის გატარების ადგილია. სივრცის ფორმირებაც შემდგომში ნაკვეთის ფუნქციის მიხედვით მოხდება.

169213-frederika

პირველ ეტაპზე ბაღის პროექტი ინჟინრის თვალთახედვით უნდა გაიაზროთ. დროებითი გამოყენებისთვის განკუთვნილი ლანდშაფტი შეიძლება უფრო ახლოს იყოს ბუნებასთან და ორგანულად ერწყმოდეს მას. აქ მთავარი ამოცანა პირობების შექმნაა იმისთვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს მზესა და ჰაერზე.

მაგრამ ორივე შემთხვევაში ბაღი რომელიმე გარკვეულ სტილში უნდა ჩაჯდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შემთხვევითი ელემენტების ნაკლებად ესთეტიკურ გროვად გადაიქცევა და ძალიან დაშორდება ცნებას – კეთილმოწყობილი ლანდშაფტი.

მაგალითად, თუ თქვენ წესრიგის მომხრე ხართ, არჩევანი რეგულარულ (კლასიკურ) სტილზე შეაჩერეთ.

6-garden-design-ideas

რეგულარული სტილის მთავარი მახასიათებლებია: სიმეტრიული დაგეგმვა და მკაცრი გეომეტრიული ფორმები, სწორი გზები და ბილიკები, გაკრეჭილი მწვანე კედლები, განსაზღვრული ადგილი ყვავილნარებისთვის, სწორკუთხოვანი წყალსაცავები.

7-garden-design-ideas

სიმყუდროვისა და უბრალოების მოყვარულებისთვის სოფლის მოტივები გამოდგება.

ყველაზე გავრცელებული და ნაკლებად ჭირვეული მრავალწლიანი მცენარეები, ბალახით დაფარული ბილიკები, ხის მასალის დეკორატიული ელემენტები (ბაღის ქანდაკებები და სხვ.), მცოცავი მცენარეებითა და ყვავილებით დაფარული კედლები და ღობეები.

არქიტექტურული სტილი განკუთვნილია, ასე ვთქვათ, ურბანულად განწყობილი ადამიანებისთვის. აქ აქცენტი ბაღის სამშენებლო კონსტრუქციებზე კეთდება: თაღები, ფანჩატურები, მოედნები. ხოლო მკვეთრად გამოხატული რელიეფის შემთხვევაში კი დეკორატიული სამაგრი კედლებისა და  ბაღის კიბეების აუცილებლობაც იქმნება. ყვავილებს შორის, როგორც წესი, უპირატესობა მრგვალფოთლიან მცენარეებს ენიჭება.

15-garden-design-ideas

დღეს სულ მეტი თაყვანისმცემელი უჩნდება იაპონურ ბაღებს.

იაპონური სტილის ბაღებითვის დამახასიათებელია ხრეშის ან ქვიშის მოედნები, სხვადასხვა მხატვრული ელემენტი, ტბორები ხიდით, ქვის სანათები და ჯუჯა ხეები.

11-garden-design-ideas12-garden-design-ideas

პეიზაჟური სტილის ბევრი სახესხვაობა არსებობს, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით „ველური ტყის“ სტილის ბაღები სარგებლობს. მათი შექმნისთვის გამოიყენება ძირითადად ქვები, ფოთლოვანი ხეები, როდოდენდრონი, გვიმრისებრი მცენარეები ან ტყის ყვავილები.

ხელშეუხებელი ბუნების შეგრძნებას ამძაფრებს მაღალი ბალახი, სქელი ცოცხალი ღობე და ნატურალური ქვით გაკეთებული, საიდუმლოებით მოცული გამოქვაბულები, არათანაბარი მოხაზულობის პატარა ტბები და ჩანჩქერები.

13-garden-design-ideas9-garden-design-ideas

ხმელთაშუა ზღვის სტილის ბაღის მთავარი სტილური შტრიხი – დეკორატიული მოპირკეთება და პატიოებია (საცხოვრებელი სახლის შიდა ეზო). აუცილებელი დამატებაა მასიური ქოთნები, ქანდაკებები, ბუნებრივი წყალსაცავი ქვის ნაპირებით, კედლის სანათები და შადრევანი რელიეფური დაფით.

ასეთი ტიპის ბაღებში მცენარეები ძირითადად სახლის კედლებთან, სპეციალურ კონტეინერებში ირგვება და არა პირდაპირ მიწაში.

8-garden-design-ideas

ბაღი ყველაზე ზარმაცებისთვის

გაზონის ნაპირების ქვებით გაფორმების შემთხვევაში ღობეების მოწყობასთან დაკავშირებულ ხლაფორთს თავიდან აიცილებთ. არ გააკეთოთ ყვავილნარი შუა გაზონზე.

თუ ბაღის ბილიკებსა და პატიოს ფილებით მოაპირკეთებთ და ჯუჯა წიწვოვნებს, სწრაფად ზრდად ბუჩქნარებსა და ბოლქვოვან მცენარეებს დარგავთ ან  ალპურ გორაკებს, მათი მოვლა მინიმუმამდე დავა. პატარა ბაღში მთელი ბალახი ასევე შეიძლება ხრეშის საფარით შეიცვალოს, რაც სარეველების პრობლემას გადაჭრის. 

17-garden-design-ideasპოსტის მეორე ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.

About these ads