აგარაკის დიზაინი: ქანთრიდან ამპირამდე

summerhousedesignefriday

ქალაქგარე სახლი, როგორც წესი, დასასვენებელი, ბუნებასთან ახლოს ყოფნის, სასიამოვნო სიმშვიდისთვის განკუთვნილი ადგილია, სადაც ქალაქური ყოველდღიურობის ფუსფუსი და სტრესი დავიწყებას უნდა მიეცეს.

სახლის შიდა ინტერიერი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, გადასცემს მას ემოციებს და შესაბამის ატმოსფეროსაც ქმნის.

ამიტომაც სააგარაკო სახლის ინტერიერი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მფლობელისა და ოჯახის ყველა წევრის ჩვევებსა და ცხოვრების სტილს და რასაკვირველია, მშენებლობის ერთიან არქიტექტურულ ჩანაფიქრშიც უნდა ჯდებოდეს.

სოფლის სტილი და ქანთრი

სოფლის სტილი, ალბათ, სააგარაკო სახლების ინტერიერის შექმნისას ყველაზე პოპულარული არჩევანია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქანთრი ხასიათდება პრაქტიკულობით, მოხერხებულობით და ბუნებრივი მასალის, დაწყებული იატაკებიდან, დასრულებული ხელსახოცების ჩასადებებით, მაქსიმალური გამოყენებით.

2summerhousedesignefriday

ქანთრის სტილის უამრავი სახესხვაობა არსებობს და ისინი ეროვნული ნიშნით იყოფა. პირველ რიგში, ესაა ამერიკული მოტივები და ფრანგული პროვანსი. პირველს შესრულების სიუხეშე ახასიათებს, მეორეს კი – რომანტიული ელფერი და ფლორისტული ელემენტების სიმრავლე.

12summerhousedesignefriday

ქანთრის ყველა სახეობის საერთო თვისება იატაკის, ჭერისა და ავეჯისთვის ბუნებრივი ხის საფარის გამოყენებაა. ხშირად დეკორის ელემეტების სახით ბუნებრივი ფერის ჭერის ხის კოჭები გვხვდება. კედლები უხეში თაბაშირის ან პასტელის ტონის, წვრილი ყვავილების ორნამეტით გაფორმებული საფარით იფარება.

5summerhousedesignefriday

ხშირად გამოიყენება ტყავის ელემენტები, მაგალითად, სკამების საზურგესა და საჯდომზე. იატაკზე ხალიჩის ნაცვლად ცხოველების ტყავებია, რაც სულაც არ არის აუცილებელი, ნამდვილი იყო.

1summerhousedesignefriday

და რასაკვირველია, ბუხარი – ქვის, გამობურცული ბარელიეფებით, კერამიკის ფილით, რომელიც მექსიკური ნახატითაა გაფორმებული ან სულაც ერთ ტონშია.

4summerhousedesignefriday

დვენ-სტილის სააგარაკო სახლი

დვენ-სტილში ანუ იაპონური მანერით გაფორმებული სახლი აურზაურს ვერ იტანს – ელეგანტურ იაპონურ ინტერიერში „ცხოვრებას არსად ეჩქარება“.

7summerhousedesignefriday

სახლში მინიმალური რაოდენობის ნივთებია, შესაბამისად, თავისუფალი სივრცე ბევრი რჩება, რაც ქალაქში, მუდმივად ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში მყოფ ადამიანს ფსიქოლოგიურ განტვირთვაში უწყობს ხელს.

8summerhousedesignefriday

იატაკისა და ჭერის ფერები ძირითადად თბილ, ბუნებრივ ტონებშია გადაწყვეტილი. იატაკისთვის ღია ფერის ხე ან ქვა, ხოლო გვერდითი ზედაპირებისთვის ოდნავ უხეში თაბაშირი გამოიყენება.

10summerhousedesignefriday

დვენ სტილის მახასიათებელი ნიშანი ოთახებს შორის გამყოფი -კარები და შირმებია, თანაც აუცილებლად სწორკუთხოვანი. ავეჯი დაბალი და მკაცრ ხაზებშია. არანაირი რბილი დივანი და ფუმფულა ხალიჩა. მხოლოდ პრაქტიკული სკამები და მაგიდა, იატაკზე კი ლერწმისგან ან უხეში ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული საფენები, კედლებში ჩაშენებული კარადები.

ამ სტილით გაფორმებულ სახლებში ყველაფერი აუცილებელი თვალს მოშორებულია, როგორც ზედმეტი და არასაჭირო.

აუცილებელი ელემენტებია აბრეშუმი, რომლით გაფორმებული ბალიშები და ლოგინის გადასაფარებლები ოდნავ „ყაზარმული“ ხასიათის დვენს თავისებურ ხიბლს სძენს.

6summerhousedesignefriday

და რასაკვირველია, სტილის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მწვანე ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარებია. დასვენებასა და ჰარმონიის მიღწევაში წყლის, მაგალითად, სახლის შადრევნის ხმაური და ღამის ნათურების მსუბუქი შუქი დაგეხმარებათ.

11summerhousedesignefriday