ზღაპრული აკვარიუმი-რეზერვუარები

1

აკვარიუმის მოვლა მხოლოდ აკურატულ და ყურადღებიან ადამიანს შეუძლია – საუბარი არაა საბავშვო აკვარიუმებზე, რომლებიც ლარნაკებს უფრო მოგვაგონებს, მხედველობაში მაქვს უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებიც ეგზოტიკური თევზებით, მცენარეებითა და მაჯნებითაა სავსე.

ძნელი წარმოსადგენია, რა ძალისხმევაა საჭირო მათ მოსავლელად – ეს თითქმის იგივეა, რომ მეორე სამსახურში დაიწყო მუშაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დანახარჯებზე, რომელთა გათვლაც თავიდანვეა აუცილებელი. ასევე გასათვალისწინებელია სახლის ინტერიერის ფერთა გამა – რა თქმა უნდა, სასურველია, თევზების ფერები კედლების ან დეკორის ელემენტების ფერებთან იყოს შეხამებული.

რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა ყველა რეზერვუარი გრანდიოზული იყოს. საშუალო ზომის აკვარიუმი არც უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს და ბევრად იოლი მოსავლელია, მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრები მოვალეობებს გადაინაწილებთ.

თუმცა, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც აკვარიუმის მოვლას ახლავს თან, ჩიტი ბრდღვნად ღირს:) ძნელი წარმოსადგენია სახლის დეკორის სხვა ელემენტი, რომლის ცქერაც ისე ამშვიდებს ადამიანს, როგორც აკვარიუმის ულამაზეს ბინადართა მიკროსამყაროს თვალყურის დევნება.

დაათვალიერეთ 24 ულამაზესი აკვარიუმი-რეზერვუარი ჩვენს გალერეაში:

2 3 4 5 6 7 8 9 10 11 13 14 15 16 17 21 25 22 23 24 20 19 18