მორი ტრანსფორმერი

Waste_Less_Chair_6

უნგრულმა კომპანიამ Architecture Uncomfortable Workshop ორიგინალური სავარძლის დიზაინი წარმოადგინა. ესაა მორი-სავარძელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ფორმას იღებს. პრომო ვერსიის ფოტოებიდან ძნელი დასადგენია, რამდენად მოხერხებული შეიძლება იყოს ეს სავარძელი, თუმცა პროექტის ავტორებს ორიგინალურობას ვერავინ დაუკარგავს.

მორი-სავარძელი სათამაშო ტრანსფორმერების ყველა წესის დაცვითაა შექმნილი. ავტორების მიზანი იყო, სავარძლის იმგვარად კონსტრუირება, რომ ერთი მხრივ, სრულფასოვანი სავარძელი გამოსულიყო, მეორე მხრივ კი მორის ფორმა შენარჩუნებულიყო.

ტრანსფორმერი მუხის ხის გადანაჭერისგან არის დამზადებული და პოზიციების შეცვლის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასასვენებელ სავარძლად, ისე მაგიდასთან დასაჯდომად, ხოლო თუ გარკვეულ მომენტში სკამი საერთოდ არ გჭირდებათ, Waste Less Chair ისევ მორის მდგომარეობას შეიძლება დაუბრუნდეს.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ჩაეშვება თუ არა Waste Less Chair სერიულ წარმოებაში.

Waste_Less_Chair_1 Waste_Less_Chair_2 Waste_Less_Chair_3 Waste_Less_Chair_4 Waste_Less_Chair_5 Waste_Less_Chair_6