ულამაზესი პენტჰაუსი იორკვილში

yorkville-penthouse-by-cecconi-simone-01

არქიტექტურულმა სტუდიამ Cecconi Simone იორკვილში (ტორონტო, კანადა) პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინის პროექტი დაასრულა, რომელიც ძირითადად ორ ფერში – თეთრსა და მუქ ყავისფერშია გადაწყვეტილი.

yorkville-penthouse-by-cecconi-simone-02

ხის ელემენტები ამ მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს მყუდროებას ანიჭებს და არაჩვეულებრივად აბალანსებს. გარდა ამისა, ინტერიერის მოსაწყობად ძირითადად გამოყენებულია შუშა, მარმარილო (სააბაზანო ოთახისათვის) და ქვის ფილები.

Cecconi Simone კანადაში საკმაოდ წარმატებულ არქიტექტურული სტუდიად მიიჩნევა. ის 1982 წელს დაფუძნდა ტორონტოში და დღემდე განხორციელებული აქვს ათობით სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა თუ რესტორნის ინტერიერის დიზაინის პროექტი კანადაში, აშშ-ში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კატარში, იტალიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.

yorkville-penthouse-by-cecconi-simone-03 yorkville-penthouse-by-cecconi-simone-04 yorkville-penthouse-by-cecconi-simone-05 yorkville-penthouse-by-cecconi-simone-06 yorkville-penthouse-by-cecconi-simone-07 yorkville-penthouse-by-cecconi-simone-08