ხეები ინტერიერის დიზაინში

9

როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო.

1

 

მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო.

ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & Associates-იდან გამოსავალი მაინც მოძებნეს: მოჭრილ ხეებს ტოტების ნაწილიც დააჭრეს, გაწმინდეს და კაგავას პრეფექტურის შენობის ღუმელში კარგად გამოაშრეს, შემდეგ კი  შენობის გამაგრება-გამყარების სისტემაში ინტეგრირებისათვის გამოიყენეს.

იმავდროულად ხეები ინტერიერის დიზაინის საკვანძო ნაწილია და დეკორის სხვა ელემენტები კი მათ ფონზე თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 15 14 16 17 18