Edgeland Residence – თანამედროვე მიწური

581081_493670814012114_1665953306_n

სტუდიამ Bercy Chen დააპროექტა რეზიდენცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს მკვიდრთა მიწურების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

რეზიდენცია მდინარე კოლორადოს ნაპირზე, მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. სახლის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული, ხოლო სახურავი მთლიანად მიწითა და მცენარეებითაა დაფარული.

საცხოვრებლის ამგვარად მოწყობის ტრადიცია საუკუნეების წინ იყო დამკვიდრებული და მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. ამგვარი წესით აშენებულ ნაგებობებში ზამთარში თბილა, ზაფხულის სიცხეში კი სასიამოვნო სიგრილეა, რაც ელექტროენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის პირობაა.

ვიზუალურად და ფუნქციურად რეზიდენცია ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ლანდშაფტის გაგრძელებას წარმოადგენს. შენობა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი პრივატულია (საძინებელი და სააბაზანო ოთახები), ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, სოციალური – სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახები. იმისთვის, რომ ერთი ნაწილიდან მეორეში მოხვდეთ, ვიწრო გადაუხურავი დერეფანი უნდა გაიაროთ.

ეს პროექტი, ფაქტობრივად, ეკოლოგიურობის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და არაჩვეულებრივადაა შერწყმული გარემოსთან.

14044_493670760678786_894146780_n 421805_493670850678777_741200954_n 485143_493670800678782_1601664453_n 485369_493670774012118_1158829797_n eh_060213_03 551404_493670770678785_1618970902_n eh_060213_05 eh_060213_08 eh_060213_10 eh_060213_11 eh_060213_12 eh_060213_13 eh_060213_14