სამსართულიანი სახლი მალაიზიაში სტუდია ArchiCentre-სგან

S11_House-2

პროექტი S11 House სტუდია ArchiCentre-მ წარმოადგინა. სამსართულიანი სახლი მალაიზიის ქალაქ პეტალინგ ჯაიას (Petaling Jaya) გარეუბანშია განლაგებული და მაღალი ხეებითაა გარშემორტყმული.

სახლის უმეტესი ნაწილის გასაფორმებლად ნატურალური მასალაა შერჩეული. ბეტონის, ქვისა და აგურის კედლები და ჭერი შელესილი არაა – მათი ფაქტურა დეკორის ელემენტებადაა გამოყენებული.

სახლის პირველ სართულზე განლაგებულია ორიარუსიანი მისაღები ოთახი უზარმაზარი – შვიდი მეტრის სიმაღლის პანორამული ფანჯრით. ოთახს აქვს გასასვლელი ტერასაზე, ასევე სამზარეულო და სასადილო ოთახებში. აქვეა სააბაზანო და გარდერობი, ოთახები მოსამსახურეებისთვის, აუზი და რამდენიმე სამეურნეო ოთახი.

მეორე და მესამე სართულზე განლაგებულია საძინებელი, სააბაზანო და დასასვენებელი ოთახები.  სულ რეზიდენციაში შვიდი საძინებელი ოთახია.

დაათვალიერეთ S11 House-ს ფოტოები ჩვენს გალერეაში:

S11_House__13 S11_House_4 S11_House_5 S11_House_6 S11_House_7 S11_House_8 S11_House_9 S11_House_10 S11_House_11 S11_House_12 S11_House-1 S11_House-3