წყალგამძლე არტ პანელები იტალიიდან

6

იტალიელი დიზაინერი ალექს ტურკო უნიკალურ დეკორატიულ პანელებს ქმნის, რომლებიც ფოტოგრაფიის, მულტიმედიური გრაფიკისა და ფერწერის ბალანსის შედეგს წარმოადგენს. მისი ბოლო ინოვაციური პროდუქტი იყო WATERPROOF ART PANELS (წყალგამძლე არტ პანელები), რომელთა გამოყენება სახლშიც შეიძლება და გარეთაც.

ალექსის ექსკლუზიური პროდუქციის მასალა ალუმინის კომპოზიტის  – ალუკობონდისა და სპეციალური წყალგამძლე ეპოქსიდურ ფისების ნაზავია. პანელის ზომა და ძირითადი ფერი კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება.

ტურკოს არტ პანელებს დიზაინერები იყენებენ როგორც სახლის ინტერიერისა და ბაღების დეკორირებისათვის, ისე რესტორნებისა და სასტუმროების დიზაინისთვისაც.

დაათვალიერეთ ალექს ტურკოს არტ პანელების კოლექცია ჩვენს გალერეაში:

1 2 3 4 5 7 8 9 10 11 15 16 17 18 19 20 21 22 23 24