პენტჰაუსის დახვეწილი ინტერიერი esé Studio-საგან

Lycabettus_5

ინტერიერის დიზაინერმა სოტოს მალასმა (Sotos Mallas) და არქიტექტორმა აარონ რაითნოურმა (Aaron Ritenour) ათენში პენტჰაუზ Lycabettus-ის დიზაინზე მუშაობა დაასრულეს. ამ დახვეწილ ინტერიერში ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად ხე იყო გამოყენებული.

Lycabettus_1

თანამედროვეობის და სიძველის შეხამება ეკოლოგიურობაზე აქცენტით მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, ხოლო ვინტაჟური შტრიხები ინტერიერში სასიამოვნო ნოსტალგიურ განწყობას ქმნის.

შავ სავარძელ-საქანელას თითქოს საყვარელი ბებიას სახლში გადავყავვართ, სადაც ყოველთვის თბილი და მყუდრო გარემოა, იმავდროულად კი შუშის კიბე და ლითონის სკამები გვაფხიზლებს და რეალობაში გვაბრუნებს.

Lycabettus_2

მთლიანობაში, პენტჰაუსის ჰარმონიული სივრცე პოზიტიურ ემოციებს ქმნის, რაც ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას esé Studio-ს ძირითადი მიზანი იყო.

esé Studio ბერძნული არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც პროექტებს ახორციელებს როგორც ათენში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ახლა კი დაათვალიერეთ Lycabettus-ის 21 არაჩვეულებრივი ფოტო.

Lycabettus_3 Lycabettus_4 Lycabettus_5 Lycabettus_6 Lycabettus_7 Lycabettus_8 Lycabettus_9 Lycabettus_10 Lycabettus_11 Lycabettus_12 Lycabettus_13 Lycabettus_14 Lycabettus_15 Lycabettus_17 Lycabettus_18 Lycabettus_19 Lycabettus_20 Lycabettus_21 Lycabettus16