ეფექტური ინტერიერი მუქ ფერებში

1

ამ 110 კვადრატულ მეტრიანი ბინის რემონტისა და დიზაინისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მხოლოდ 12 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა დიზაინერების კრეატიული მიდგომის წყალობით საკმაოდ საინტერესო შედეგის მიღება მაინც მოხერხდა.

ინტერიერში მუქი ფერები ჭარბობს. კედლები, კარები და ავეჯის უმეტესობა მუქი ნაცრისფერი ან შავია, მაგრამ პირქუში ინტერიერის ეფექტი მაინც არ აქვს –  წვრილმანი დეტალები ხაზგასმულად მკვეთრ ფერებში სივრცეს აცოცხლებს.

სწორედ ეს დეკორატიული ელემენტები (მაგალითად, დაბალი ვარდისფერი მაგიდა და დიდი ნახატი ყვითელ ფონზე მისაღებ ოთახში) – აი, რა გხვდება პირველად თვალში! ასევე თვალშისაცემია წიგნებით  სავსე თაროები, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ შპალერია🙂

2 3 4 5 6 7 8 9 10