შვედეთი: ოროთახიანი ბინის ინტერიერი

1

70 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ეს ნათელი აპარტამენტი ქალაქ გეტებორგში (შვედეთში) სკანდინავიური სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აგურის ლამაზი ოთხსართულიანი სახლი 1890 წელს არის აშენებული.

ბინაში არის ერთი საძინებელი ოთახი, ფართო მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო და დიდი აივანი. ანუ დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჩვენში სტანდარტული ოროთახიანი ბინები, თუმცა მინიმალისტური “თეთრი დიზაინის” წყალობით ვიზუალურად გაცილებით დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის. დეკორის მკვეთრი ფერის ელემენტები კი სივრცეს ახალისებს და თავისებურ ეშხს მატებს.

2

თეთრი კედლები, ღია ფერის იატაკი, თეთრი ჭერი და, ასე ვთქვათ, “უხვი განათება” ტიპურია შვედური აპარტამენტებისთვის – აქ არაფერია ზედმეტი და უსარგებლო. ყველაფერი ფუნქციური, ნათელი და გემოვნებიანია.

3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19