ფერმერის სახლის მასშტაბური პროექტი

5

ფერმერის სახლი Jamberoo, რომელიც სიდნეის (ავსტრალია) ახლოს სტუდია Casey Brown Architecture-მ წარმოადგინა.

მასშტაბური რეზიდენცია მწვანე გორაკებითაა გარშემორტყმული, საიდანაც მიდის გზა  სანაპიროსკენ. სახლიდან ოკეანის დანახვაც შეიძლება. 

1

სახლს აქვს მოზრდილი დასასვენებელი და გასართობი ზონები, ოთხი მყუდრო საძინებელი ოთახი და განცალკევებით მდგარი სასტუმრო ბლოკი.

2

მთლიანობაში ფერმერის სახლი Jamberoo სამი პავილიონისაგან შედგება, რომლები ერთმანეთს შუშის გასასვლელებვით უკავშირდება.

3

პროექტის შემუშავებისას არქიტექტორებმა მხედველობაში მიიღეს ავსტრალიის ჭირვეული კლიმატი, რომელიც ამ ადგილებში ძლიერი წვიმებითა და მზიან ამინდებში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება.

სახლი ძირითდად ხის და ნატურალური ქვისგან არის შესრულებული. მისი ექსტერიერი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, უზარმაზარი ფანჯრები კი (ჭერიდან იატაკამდე) შენობებს თანამედროვე იერს ანიჭებს და ამსხვრევს სტერეოტიპს ფერმერის ტრადიციული სახლის შესახებ.  

4 6 7 8