არმანის ორი სტილი: თანამედროვე კლასიკა

არმანის მოდის სახლმა 2011-2012 წლების ავეჯის Armani/Casa ხაზის კოლექცია წარმოადგინა. კოლექციის მთავარი შტრიხები სრულად ჯდება არმანის მოდის სახლის ესთეტიკაში, რომელიც ყველა მის ქმნილებაშია გამოსახული – სწორი და ამავდროულად მოქნილი ხაზების გაერთიანება, ელეგანტურობა და თანამედროვე სტილი.

ახალ კოლექციაში ორი სხვადასხვა სერია შევიდა – Metropolitan Home, რომლის დიზაინის საფუძველი მეგაპოლისების მცხოვრებლებისთვის ფასეული გლამური და დახვეწილობაა, და მეორე Holiday Home – სადაც ძირითადი აქცენტი კომფორტსა და პრაქტიკულობაზე კეთდება და ამავდროულად, მეტად თბილი, სტუმართმოყვარე ატმოსფეროა.

Metropolitan Home-ში გამოყენებულია ძვირფასი და დახვეწილი მასალები – შავი  ნეკერჩხალი, ფარჩა, ნატურალური ტყავი და ლატუნის დეტალები.

Holiday Home-ის კოლექციის საფუძველი ნატურალური ხე და თბილი, ბუნებრივი ტონებია.

წაიკითხეთ ასევე: 

Advertisements