ექსკლუზიური საპონი

17-handmade-soap

საპნის დამზადება საკმაოდ იოლი საქმეა და არც ბევრი მასალა სჭირდება. სამაგიეროდ, შედეგი არაჩვეულებრივია – შეგიძლიათ დაამზადოთ არომატული საპნები და ან მხოლოდ დეკორატიული მიზნით გამოიყენოთ, ან ორიგინალურ საჩუქრად, ან, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ!

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სურნელოვანი და დეკორატიული დანამატი – ლავანდას ყვავილები, ხმელი პიტნის ფოთლები, ვარდის ფურცლები და სხვ.

16-handmade-soap

ამ პოსტში კი მოცემულია ნაბი-ნაბიჯ ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება მომზადდეს მარტივი სურნელოვანი გელის საპონი.

დაგვჭირდება:

  • ქაცვის ან ჟოჟობას ზეთი
  • კარიტეს (შის) ან უბრალოდ, ზეითუნის ზეთი
  • სასურველი სურნელოვანი ეთერზეთი
  • ემულსია D-Panthenol
  • სპირტი
  • სასურველი ფერის საპონი (ამ შემთხვევაში გელის საპონია გამოყენებული)
  • საპნის ფორმები

მომზადება. 9 ნაბიჯი:

ვამუშავებთ სპირტით ხელსაწყოებსა (დანასა და საჭრელ დაფას) და ჭურჭელს, რომელშიც ვადნობთ საპონს.

ვწონით საპონს – ერთი საპნის მოსამზადებლად დაახლოებით 100-110 გრამია საჭირო.

???????????????????????????????

ვჭრით საპონს კუბებად და ვყრით ჭურჭელში – შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა ქვაბი ან ნებისმიერი ჯამი, რომელიც მაღალ ტემპერატურას გაუძლებს.

???????????????????????????????

ვადუღებთ ქვაბით წყალს, ვდგამთ მასში საპნის კუბებიან ჯამს და მუდმივად ვურევთ.

???????????????????????????????

ზოგი საპონს მიკროტალღურ ღუმელშიც ადნობს. ეს უფრო იოლი მეთოდია, ვიდრე მდუღარე წყლის „აბაზანის“ მომზადება, თუმცა, ცოტა სარისკო – ყველა საპონი სხვადასხვანაირია და შესაბამისად, გასადნობად სხვადასხვა დრო სჭირდება. მიკროტალღურ ღუმელში ძნელია დანახვა, დადნა ან ადუღდა თუ არა საპონი. თუ საპონი ადუღდა, ის უსიამოვნო მკვეთრ სუნს იძენს და ფუჭდება:)

როგორც კი საპონი გადნება, ვიწყებთ ზეთების დამატებას. ჯერ ემატება 4 წვეთი ქაცვის ზეთი. ის არბილებს საპონს და ოდნავ მოყვითალო შეფერილობას აძლევს.

???????????????????????????????

რიგრიგობით ვასხამთ 3-4 წვეთ მეორე (ჟოჟობას ან უკიდურეს შემთხვევაში ზეითუნის) ზეთს, დი-პანთენოლსა და ეთერზეთ(ებ)ს.

ყოველი ინგრედიენტის დამატებისას საპნის მასას სწრაფ-სწრაფად ვურევთ. ფორმას მსუბუქად ვასხურებთ სპირტს და ვასხამთ საპნის მზა, ცხელ მასას.

ბუშტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ისევ ვასხურებთ სპირტს.

ვტოვებთ გასაცივებლად დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია საპნის ხარისხსა და შემადგენლობაზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, სულმა არ წაგძლიოთ და დროზე ადრე არ ამოიღოთ საპონი ფორმიდან; არაა რეკომენდებული საპნის მაცივარში გაცივება.

როდესაც საპონი მზადაა, გადმოაბრუნეთ ფორმა და ფრთხილად გახსენით. ჩემი რეკომენდაციაა, გამოიყენოთ სილიკონის ფორმები, რომელთა მოცილებაც ძალიან ადვილია.

არომატული საპნის მომზადების კიდევ ერთი ფოტორეცეპტი:

18-handmade-soap - Copy19-handmade-soap

…ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ გვარიანად დაიღლებით და აბაზანაში ნებივრობაც მოგინდებათ. შესაბამისად, ბედნიერ ბანაობას გისურვებთ :)

14-handmade-soap

Advertisements