პანიკის ოთახი. ნაწილი I

1-panic-rooms

რა უნდა ქნათ, ძლიერი ქარიშხალის, ხანძრის ან მიწისძვრის დროს?  რა უნდა ქნათ სამხედრო მოქმედებებისა თუ თავდასხმის შემთხვევაში? ან თუ ქურდები შემოიპარნენ, თქვენ კი სახლში იმყოფებით?

შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც მოიძებნება. ნუ დაელოდებით, სანამ თქვენ და თქვენს ახლობლებს უბედურება შეგემთხვევათ, უსაფრთხოებაზე წინასწარ იზრუნეთ.

მართალია, ჯერჯერობით, ჩვენთან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ გინდათ თქვენს სახლში ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას მომზადებული შეხვდეთ და  უსაფრთხო კუთხე გქონდეთ, სასურველია  ე.წ. პანიკის ოთახ(ებ)ის მოწყობაზე იზრუნოთ.

4-panic-rooms

ამგვარი ოთახები  სრულიად ავტონომიურია და მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სადაც საფრთხის არსებობის შემთხვევაში მშვიდად და კომფორტულად დაელოდებით მის გავლას.

14-panic-rooms

ოთახი სახლის შიგნით და გარეთ ვიდეოთვალთვალის მონიტორებითა და პოლიციის გამოსაძახებელი პულტით უნდა იყოს აღჭურვილი, ასევე დამოუკიდებელი წყალსადენით, კანალიზაციით, ელექტროენერგიითა და ვენტილაციით.

პანიკის ოთახი ან საცავი ჯერ კიდევ სახლის შენებისას შეგიძლიათ დააპროექტოთ. კედლები თავიდანვე საჭირო სისქის კეთდება და ლითონით, არმატურითა და ბეტონით მაგრდება.

შენობებში, რომელთა გადაკეთებაც ვერ ხერხდება, მოდულური კონსტრუქციის ოთახის მოწყობა შეიძლება. ასეთი საცავები ხშირად აქვთ ბანკებში. მათი გაკეთება სახლის ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი.

უსაფრთხო ოთახი – პირველ რიგში საიმედოდ დაცული ოთახია, რომელიც ერთი ან რამდენიმე ადამიანისთვის სრულყოფილად არის აღჭურვილი. როგორც წესი, პანიკის ოთახები შენობის სარდაფში ან საძინებლის ახლოსაა. კარი ტყვიაგაუმტარი და ტენისგან დაცულია. თავად ოთახის კედლები არმირებული ბეტონით ან ფურცლოვანი ჯავშნით ძლიერდება.

პანიკის ოთახს უნდა ჰქონდეს ვენტილაციის დამოუკიდებელი სისტემა, რათ

ა ხანძრის შემთხვევაში მომწამლავ და მხუთავ აირებს აარიდოთ თავი.

ოთახში მონტაჟდება ავტონომიურ ვიდეოკამერებთან დაკავშირებული მონიტორები, რომლებზეც, საჭიროების შემთხვევაში, დაინახავთ რა ხდება სახლის დანარჩენ ნაწილში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

16-panic-roomsუსაფრთხო ოთახს, ელექტროენერგიის მიწოდების ძირითადი ხაზის დაზიანების შემთხვევისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული სისტემა უნდა ჰქონდეს, როგორც წესი, ეს არის ან დიზელის გენერატორი ან უწყვეტი კვების ბლოკების კომპლექსი.პანიკის ოთახს, როგორც წესი, ტელეფონისა და ინტერნეტის საკუთარი ხაზი აქვს. აქ არის ასევე სანიტარული კვანძი ან ბიოსაპირფარეშო.

პანიკის ოთახში უნდა იყოს მაცივარი ან უკიდურეს შემთხვევაში უბრალო საკუჭნაო მაინც, რომელშიც პროდუქტების მარაგი ხშირად განახლდება და წყლის მარაგიც საკმარისი იქნება მინიმუმ ერთთვიანი კომფორტული ცხოვრებისთვის.

10-panic-rooms

პოსტის მეორე ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.