როგორ მოვუაროთ ტყავის ავეჯს

leather-furniture-care

ტყავის ავეჯის მოვლა იოლი და სასიამოვნოც კია, მით უმეტეს, რომ მისი კაპიტალურად გაწმენდა წელიწადში ოთხზე მეტად რეკომენდებული არ არის.

ნატურალური ტყავისგან დამზადებული ავეჯი არა მხოლოდ ძვირადღირებულია, არამედ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოც, მაგრამ იმისთვის, რომ ტყავმა მიმზიდველობა და პირველადი იერსახე შეინარჩუნოს, აუცილებელია დაკვირვებით შეარჩიოთ მისი მოვლის საშუალებები.

leather-care-cream-condition

საშუალებები იმის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული, თუ რა ტიპის დაბინძურებაა ავეჯზე და რაც მთავარია, ზედმიწევნით უნდა მისდიოთ მწარმოებლის მოცემულ ინსტრუქციას.

ტყავის ავეჯის მოვლის ძირითადი საშუალებები:

თუ ტყავის ზედაპირზე რაიმე დაგექცათ, ლაქაზე სველი ღრუბელი ან რბილი ქსოვილი დაადეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, თბილ წყალში უბრალო საპონი შეურიეთ და გაწმინდეთ.

Leather-Furniture-Cleaning

ღვინის, ფლომასტერის, წამლის ლაქები კარგად ამოდის სპირტით. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ლაქის ამომყვანი, რის შემდეგაც სასურველია ტყავის გაწმენდილი მონაკვეთი სტეარინიანი ღრუბლით კიდევ ერთხელ გაწმინდოთ.

გახსოვდეთ, რომ ცხოველური ან მცენარეული ცხიმის ლაქა ტყავის ავეჯისთვის საშიში არ არის. მათ გასაწმენდად მშრალი ხაოიანი ქსოვილი გამოგადგებათ.

ტყავის ავეჯის გასაშრობად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი და გათბობის სხვა  საშუალებები. ამისთვის არსებობს სუფთა, მშრალი ქსოვილი, რომელიც ნესტს იოლად იწოვს.  შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ავეჯის ზედაპირზე მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა და ზოგადად სითბური ზემოქმედება.

ტყავის ავეჯის მოვლისას არ გამოიყენოთ ქიმიური ლაქის ამომყვანები, გამხსნელები, ასევე აბრაზიული პასტები და ფხვნილები, რომლებსაც თქვენი ავეჯის ზედაპირის დაზიანება ან ფერის გადაყვანა შეუძლია; ასევე მოგიწევთ უარი თქვათ ფერის პიგმენტების შემცველ ზოგიერთ საგანზე, მაგალითად, უხარისხო ფერად პლედზე, იაფფასიან ფერად, რბილ სათამაშოზე და სხვ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ღია ფერის ტყავის ავეჯი გაქვთ.

modern-sofa-leather

წელიწადში მინიმუმ ორჯერ ჩაატარეთ ტყავის დაბერების ან დაძველების პროფილაქტიკა. ამისთვის დაამუშავეთ ავეჯის ზედაპირი მოვლის სპეციალური საშუალებით.

მოვლის საშუალების შერჩევისას ყურადღება, პირველ რიგში, იმას მიაქციეთ, რომ საშუალების შეფერილობა და ტყავის ფერი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

Leather-Furnitures-Cleaner

სანამ ტყავის ავეჯის ზედაპირის დამუშავებას დაიწყებთ, მოახდინეთ მოვლის საშუალების ტესტირება ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე და დარწმუნდით, რომ ის ხარისხიანია.

ტყავის ზედაპირიდან მტვრისა და ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენეთ წყალში დასველებული ფლანელის ტილო.

თუ დაბინძურება ძალიან ძლიერია, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნის სუსტი ხსნარი.   გახსოვდეთ, რომ უხეში ხეხვა და მკვეთრი ხახუნი ტყავის ავეჯისთვის საზიანოა, ამიტომაც ავეჯი ხელის ფრთხილი, წრიული მოძრაობით გაწმინდეთ.

Cleaning-sofa

ტყავის ავეჯის მოსავლელად ყოველთვის კარგია სახლში გეგდოთ დაბინძურების მოსაშორებელი რაიმე ქიმიური საშუალებაც. ასეთი საშუალების ყიდვისას ინსტრუქციას ყურადღებით გაეცანით. რაიმე სხვა საშუალების გამოყენება, რომელიც ტყავის ზედაპირის მოვლისთვის არ არის განკუთვნილი, სარისკოა, რადგან მათ ტყავის სტრუქტურის დაზიანება და ფერის შეცვლა შეუძლია.

პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ჭუჭყისგან დამცავი ცვილის ბალზამი, რომელიც ავეჯს საწყის იერსახეს დიდხანს შეუნარჩუნებს. ძველ ლაქებს, მათ შორის მელანსაც, კონცენტრირებული ლაქის ამომყვანი ხსნარი გაუმკლავდება.

ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ რბილი ხელსახოცი ან ღრუბელი, რომლებიც ფერად პიგმენტებს არ შეიცავს. იმ შემთხვევაში, თუ ტყავის ავეჯის ზედაპირი დაზიანებულია, გამოიყენეთ ფერის აღმდგენი სპეციალური საშუალებები.

Contemporary-red-leather-sofa-set