როგორ შევარჩიოთ სათბური

choosegreenhousefriday

სათბურის შერჩევისას ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ის ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგემსახურებათ და თქვენს სუფრას ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს შემატებს.

9choosegreenhousefriday

სათბურის ზომის განსაზღვრისთვის ყურადღება შემდეგ მომენტებზე უნდა გაამახვილოთ:

· თქვენი ნაკვეთის ზომა და კონკრეტულად რა ადგილას გეგმავთ სათბურის დადგმას;

· რა ფართობზე გეგმავთ მცენარეების გაშენებას;

· რა შენობები და ხეები დგას სათბურთან ახლოს? ძალიან მნიშვნელოვანია სათბურს არაფერი ჩრდილავდეს.

7choosegreenhousefriday

ყველაზე პოპულარულია თაღოვანი და ორფერდა სათბურები.

3choosegreenhousefriday

ფორმის სწორად არჩევისთვის შემდეგი მომენტები უნდა გაითვალისწინოთ:

· სანამ სათბურს იყიდით, ჯერ განსაზღვრეთ, რა კულტურების მოყვანას გეგმავთ მასში. დაბალი კულტურებისთვის (წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდვრის დაბალი ჯიშები) თაღოვანი სათბური შეგიძლიათ შეარჩიოთ, შედარებით მაღალი კულტურებისთვის კი (კიტრი, პომიდვრის მაღალი ჯიშები და ყვავილები) უფრო ორფერდა სათბური გამოგადგებათ;

არც თქვენი გემოვნება გადადოთ უკანა პლანზე, სათბურმა ხომ მოსავლის გარდა, გარეგნული იერსახითაც უნდა გასიამოვნოთ.

მალფუჭებადი ცელოფნით დაფარული ან ძვირადღირებული, მყიფე მინის კონსტრუქციის სათბურები ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

ამ მასალებს ჩაენაცვლა პოლიკარბონატი – გაცილებით მიმზიდველი თვისებების მქონე მასალა: შუქისა და თბოგამტარობა, სიმტკიცე, წონა და რასაკვირველია, ფასი.

პოლიკარბონატი დღეს სათბურების წარმოების სფეროში ყველაზე გავრცელებული მასალაა.

8choosegreenhousefriday

თანამედროვე სათბურის ექსპლუატაციის საშუალო ვადა 10 წელია. ბაზარზე  სათბურის კარკასის რამდენიმე პოპულარული ვარიანტი არსებობს:

· ფხვნილოვანი საღებავით დაფარული ლითონის კარკასი: ეს საკმაოდ მტკიცე კარკასია, თუმცა, კოროზიას შედარებით მალე განიცდის, ამიტომ ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება. ის საკმაო თბოგამტარობითაც ხასიათდება, რამაც შესაძლოა მოსავალზე ცუდი გავლენა მოახდინოს;

2choosegreenhousefridaypanted

· მოთუთიებული პროფილი: ასეთი კარკასი კოროზიისგან კარგად დაცულია, მაგრამ გამძლეობა აკლია. ასეთი კარკასისთვის გამოიყენება ლითონის თხელი ფურცლები, რაც იოლად დეფორმირდება;

6choosegreenhousefridayzink

· მოთუთიებული ლითონის კვადრატული პროფილი: საუკეთესო ვარიანტი, ვინც სათბურის ექსპლუატაციას ხანგრძლივად გეგმავს. ასეთი პროფილი ძალიან გამძლეა და მოთუთიების წყალობით, კოროზიისგანაც დაცულია.

1choosegreenhousefridayzinksq

სათბურის შეძენისა და დამონტაჟებისათვის საუკეთესო დრო შემოდგომაა. თესვის სეზონის დაწყებისთვის თქვენ უკვე გექნებათ გამძლე კონსტრუქცია, რომელიც შესანიშნავად შეინარჩუნებს სითბოს. თქვენც ამინდის ჭირვეულობაზე დამოკიდებული აღარ იქნებით და ადრიან გაზაფხულსაც მომზადებული შეხვდებით :)

5choosegreenhousefriday