უკუღმართი ხეები ალასკაზე

alaska-gardens-5ათობით ხე, წვერით მიწაში ჩარჭობილი, ფესვები კი ჰაერში! ესაა ლანდშაფტის დიზაინერების – სთივ და სინდი ბოუჰეის შემოქმედება, რამაც ალიასკის მყინვარის ბაღებს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და ტურისტების საყვარელ ადგილად აქცია.

alaska-gardens-4მყინვარის ბაღები – Glacier Gardens  ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, Thunder Mountain-ის (ჭექა-ქუხილის მთა) ფერდობზეა განლაგებული. ხის წვერები მიწაში რამდენიმე ფუტზეა ჩაფლული, ხოლო ფესვები ფერადი ბეგონიების, პერუნიების, ფუქსიებისა და სხვა მცენარეების „ბუდედაა“ გადაქცეული.

alaska-gardens7

სთივ და სინდი ბოუჰეიებმა (Steve and Cindy Bowhay) შეაგროვეს ხეები, ამოატრიალეს, წვერით მიწაში ჩარგეს და  ფაქტობრივად, ბუნებრივ საყვავილე ქოთნებად გადააქციეს.

ხეები 1984 წლის მეწყერის დროს წაიქცა. სტიქიამ მაშინ Thunder Mountain-ის ფერდობის დიდი ნაწილი და მთის თითქმის მთელი მწვანე საფარი გაანადგურა.

ათი წლის შემდეგ (1994 წელს) სტივ ბოუჰეიმ 6 აკრი მიწა იყიდა და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ნიადაგის ეროზიის შესაჩერებლად მან ელექტროგენერატორები და სპეციალური წყალსაცავები დააპროექტა.

მალე ფერდობი ტროპიკულ ტყეს დაემსგავსა თავისი ჩანჩქერებითა და პანორამული ხედებით. მოგვიანებით, ბოუჰეის ოჯახმა დამატებით 44.5 აკრი მიწა შეიძინა და მთავარი გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელიც ტერიტორიის მთლიანად გამწვანებასა და საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობას გულისხმობდა.

მთის მწვანე საფარის აღდგენის პროცესში უზარმაზარი მორის გადატანის დროს სთივს შემთხვევით გადამზიდი მანქანა გაუფუჭდა და მორი რბილ ტალახში, ფესვებით მაღლა ჩაერჭო. სწორედ ამ დროს დაიბადა ორიგინალური და არაჩვეულებრივი ბაღის მოწყობის იდეა.

ამობრუნებულ ხეებს მეორენაირად „ყვავილოვანი კოშკებსაც“ (Flower Towers) უწოდებენ. საუბარია ადგილობრივი სითხა ნაძვსა (Sitka spruce) და ჰემლოქზე (Hemlock – მათოთი ან ცუდა, წიწვოვანი ხე, რომელიც ამერიკასა და აზიაში ხარობს).

დღეისათვის ბაღში ასამდე გადაბრუნებული ხეა, რომლების ფესვებიც გასწორებულია მავთულის ბადით, ხავსითა და 75-დან 100 ძირამდე ერთწლიანი მცენარეებით.

alaska-gardens-3alaska-gardens--2alaska-gardens-1alaska-gardens10alaska-gardens8alaska-gardens6

ალასკის არაჩვეულებრივი ბაღების ოფიციალური ვებსაიტია: http://www.glaciergardens.com