ყვავილების ქვეყანა – Dubai Miracle Garden

????????????????????დუბაი უკვე დიდი ხანია გადაიქცა ადგილად, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. ამ ქალაქში არის არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, არამედ უამრავი გამაოგნებელი ღირშესანიშნაობა, რომელთაგანაც ნებისმიერს შეეძლო მსოფლიოს ახალი საოცრების წოდებაზე გამოეცხადებინა პრეტენზია.

ერთ-ერთი ასეთი საოცრებაა Dubai Miracle Garden, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბაღად მიიჩნევა. ის 6500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იკავებს, სადაც 45 მილიონზე მეტი ყვავილი იზრდება.

DSC_2451

მაგრამ ეს არ არის ყველაზე საოცარი. კომპანია Akar, რომელიც ლანდშაფტის დიზაინზეა სპეციალიზებული, პირობას დებს, რომ ყვავილების ექსპოზიციას ყოველ 3-4 თვეში შეცვლის, რათა დამსვენებლებს ერთი და იმავე ყვავილების ცქერა არ მობეზრდეთ.

Dubai Miracle Garden2

დუბაის კლიმატის პირობებში ასეთი გამაოგნებელი ყვავილოვანი ოაზისის შექმნა შესაძლებელი გახდა წვეთოვანი ირიგაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც წყლის უდანაკარგოდ – ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას იძლევა.

Dubai Miracle Garden ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს, გამოსასვლელ დღეებში კი დამსვენებლებს საოცარი ყვავილოვანი სამყაროთი ტკბობა შუაღამემდე შეუძლიათ.

დაათვალიერეთ ამ საოცარი ბაღის ფოტოები:

Dubai Miracle Garden - CopyDubai Miracle Garden 4 - Copydubai miracle gardens - Copydubai-garden1 - Copydubai-garden2 - Copydubai-garden3 - Copydubai-garden4 - Copydubai-garden5 - Copydubai-garden6 - Copydubai-garden7 - Copydubai-garden8 - Copydubai-garden9 - Copydubai-garden10 - Copydubai-garden11 - Copydubai-garden12 - Copydubai-garden14 - Copydubai-garden15 - Copydubai-garden17 - Copydubai-garden18 - Copy????????????????????????????????????????????????????????????dubai-garden22dubai-garden23dubai-garden24dubai-garden25dubai-garden26dubai-garden27dubai-garden28????????????????????dubai-garden30????????????????????dubai-gardens 111????????????????????????????????????????