Full HD 3D პანასონიკისგან

Full-HD-3D-panasonic-friday

დღეს 3D სახლის გასართობების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემად მიიჩნევა. ელექტროტექნიკის მწარმოებლები ლამის ყოველდღიურად წარმოადგენენ 3D ტელევიზორებისა და სპეციალური Blu-ray ფლეერების ახალ-ახალ მოდელებს. შესაბამისად, ჰოლივუდის სტუდიებიც  ბაზრის შესაბამისი პროდუქციით გავსებას ცდილობენ. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ინდუსტრიაში ძალიან იშვიათია სახლის 3D სისტემის კომპლექსური გადაწყვეტის შეთავაზება საშუალო ფასად.

2-Full-HD-3D-panasonic-friday

ერთ-ერთი გამონაკლისი „პანასონიკის“ Full HD 3D კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ 3D კონტენტის გამოყენებას, არამედ მის შექმნასაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის არა პროფესიონალური აღჭურვილობა, რომელიც უზარმაზარი თანხა ღირს, არამედ სამოყვარულო – სახლში გამოსაყენებელი და, შესაბამისად, ფასიც ხელმისაწვდომი აქვს.

3D სისტემა სახლში

კონცეფციის „ცენტრალური ნაწილია“ ახალი პლაზმური Full HD 3D ტელევიზორი Panasonic VIERA: TX-PR65VT20, TX-PR50VT20 ან TX-PR42GT20. მათი მათგანის შექმნისას გამოყენებულია ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მაყურებლის მარჯვენა და მარცხენა თვალს ეგზავნება 1920х1080 პიქსელიანი ორი სხვადასხვა 3D გამოსახულება. გაგზავნის სიჩქარე წამში 60 კადრია, ანუ ორივე თვალისთვის ჯამში 120 კადრი. შედეგად, ტვინი 3D  გამოსახულებას თავად „ალაგებს“.

3-Full-HD-3D-panasonic-friday

ტელევიზორის ყურებისას, ცხადია, გამოიყენება 3D სათვალე, რომელიც მაქსიმალურად მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. სათვალე ისეა კონსტრუირებული, რომ თვალში შუქის „შეპარვა“ მინიმუმამდე დაყავს.

4-Full-HD-3D-panasonic-friday

სახლის Full HD 3D სისტემის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი 3D მხარდაჭერის მქონე  Blu-ray ფლეერია, რომელიც ახალი პროცესორის UniPhier-ის ბაზაზე მუშაობს. ტექნოლოგია, რომლითაც ეს ფლეერებია აწყობილი, მაყურებელს თვით ყველაზე პატარა დეტალის ან ტექსტურის თავისებურების აღქმის საშუალებას აძლევს.

5-Full-HD-3D-panasonic-friday

საუკეთესო აუდიოეფექტის მისაღებად პანასონიკის რეკომენდაციაა SC-ZT2 აუდიოსისტემის გამოყენება, რომელიც გაყიდვაში უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდეს. ის იდეალურად შეესაბამება Full HD 3D პლაზმურ ტელევიზორსა და Blu-ray ფლეერს. აღნიშნული სისტემა 7.1 Virtual Surround, HDMI 1.4 ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მიმზიდველი დიზაინიც აქვს.

6-Full-HD-3D-panasonic-friday

3D სატელევიზიო სისტემების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი ჯერ კიდევ არის შესაბამისი ფორმატის ფილმების სიმცირე – დისკების არჩევანი საკმაოდ მწირია და თანაც ძვირი ღირს. თუმცა, საბედნიეროდ, უკვე ჩნდება თანამგზავრული არხები, რომლებიც 3D ფორმატით ტრანსლირებენ.

შექმენი 3D თავად

ცხადია, ბევრს 3D პროდუქციის არა მხოლოდ ყურება, არამედ დამოუკიდებლად შექმნაც სურს. ამისთვის „პანასონიკის“ Full HD 3D-ის სრული კომპლექტის შემადგენლობაში ორი სპეციალური კამერა შედის.

ერთი მათგანი სისტემური ციფრული ფოტოკამერა LUMIX DMC-GH2-ია. ეს მოდელი ჯერ კიდევ შარშან იქცა სხვადასხვა გამოფენების ჰიტად. კამერის ობიექტივი საკმაოდ კომპაქტურია და აღჭურვილია ერთდროულად ორი ოპტიკური სისტემით, რომლებიც 3D ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა.

7-Full-HD-3D-panasonic-friday

ამ კამერის კიდევ ერთი ღირსება 16 მეგაპიქსელიანი სენსორი LiveMOS-ია, რომელსაც 23 წერტილზე ფოკუსირების უნარი და მგრძნობელობის ფართო დიაპაზონი აქვს.

მეორე მოდელია HDC-SDT750-3D კამკორდერი, რომელიც მაღალხარისხიანი 3D ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. კამკორდერს აქვს ხმაურის ჩამხშობი 3MOS-ის გაუმჯობესებული სისტემა, ასევე ახალი ჰიბრიდული ოპტიკური სტაბილიზატორი.

8-Full-HD-3D-panasonic-friday

თამაშები 3D-ში

ცოტა ხნის წინ კომპანიამ NVIDIA მყიდველს ახალი სისტემა 3DTV Play შესთავაზა, რომლის კომპიუტერის Full HD 3D ტელევიზორზე მიერთება შეიძლება. ამგვარად, ეს სისტემა „პანასონიკის“ მიერ წარმოდგენილ სახლის 3D კინოთეატრს დასრულებულ და კომპლექსურ სახეს აძლევს.

9-Full-HD-3D-panasonic-friday