ბამბუკის პარკეტი: ნატურალური და მოდური

bamboo-flooring-12

თანამედროვე სახლის დეკორში ბამბუკის პარკეტი ერთ-ერთი ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ტრენდი ხდება.

bamboo-flooring-2

ნატურალურობა, სიმყარე, ეკოლოგიურობა და სილამაზე ბამბუკის პარკეტის ზრდად პოპულარობას უზრუნველყოფს.

11-bamboo-flooring

დღესდღეობით იატაკის საფარის არანორმალურად დიდი არჩევანია და ეს სფერო ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება. თუმცა კონკურენტი კომპანიების შთამბეჭდავი რაოდენობის მიუხედავად, ბამბუკის პარკეტის პოპულარობა იზრდება. ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული:

1. ეკონომიურობა – საწყის ეტაპზე ბამბუკი ძალიან ნელა იზრდება, თუმცა, შემდეგ ზრდას იმდენად სწრაფად განაგრძობს, რომ ახლომახლო სხვა მცენარეები ვეღარ ხარობს. გადანაჭერზე კი ახალი ღეროები სწრაფად ამოიყრება. ამიტომ ბამბუკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განახლებად რესურსად მიიჩნევა.

bamboo-forest

გარდა ამისა, ბამბუკი მეტ ჟანგბადს გამოყოფს და ამასთან, მიწასაც აუმჯობესებს. ანუ ბამბუკი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი რესურსი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას, ქიმიკატებს და პესტიციდებს არ საჭიროებს.  შესაბამისად, მისი ფასიც დაბალია.

2. ბამბუკი კარგია წლის ყველა სეზონისთვის – მასზე ნაკლებად ზემოქმედებს ნესტი და ამავე დროს ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილება და სხვა ბუნებრივი მოვლენები მსუბუქად გადააქვს. ნატურალური ხისგან დამზადებული პარკეტისგან განსხვავებით, ბამბუკი არ ფართოვდება ან ვიწროვდება.

Natural-bamboo-flooring-in-living-room

3. სიმყარე – ბამბუკი ბევრად მყარი და გამძლეა, ვიდრე ნებისმიერი ხის მასალისგან დამზადებული პარკეტი. ამ მხრივ ის მუხის პარკეტსაც უკან იტოვებს.

4-bamboo-floor

4. მრავალფუნქციურობა – ბამბუკი მრავალი დანიშნულებით გამოიყენება -გადამუშავებული ბამბუკისგან მზადდება თეთრეული, ავეჯი, ხალიჩები, ქაღალდი, ქოთნები, სათამაშოები და ტანსაცმელიც კი.

bamboo-furniture-1???????????????????????????????Bamboo-Furniture-3Bamboo-Furniture-Design

5. სასიამოვნო შეგრძნება სიარულისას – ნაზი ტექსტურის გამო ბამბუკის პარკეტზე სიარული სასიამოვნოა. ამასთან, ბამბუკის იატაკი ოპტიმალურია შენობებისთვის, სადაც ბევრი ხალხი დადის. ხის იატაკისგან განსხვავებით ბამბუკი არ იხეხება და ნესტსაც უკეთ უძლებს. ამავე დროს ბამბუკი ნაკლებად იკაწრება, ვიდრე უბრალო ხის მასალა.

bamboo-flooring-in-kitchen-2

6. რაც შეეხება სილამაზეს, ამას, მგონი, ბევრი მტკიცება არ ჭირდება. ბამბუკის მსუბუქი ბზინვარება  სითბოსა და კომფორტს ასხივებს. ის  ინტერიერის დიზაინის პრაქტიკულად ყველა სტილსა და ყველა ოთახს შეიძლება შეეხამოს – სამზარეულოთი დაწყებული, მისაღები ოთახით დამთავრებული.

9-bamboo-flooring

ერთადერთი ოთახი, სადაც ბამბუკის იატაკის დაგება რეკომენდებული არ არის, სააბაზანოა. მეტისმეტმა ნესტმა შესაძლოა პარკეტის დეფორმირება გამოიწვიოს. თუმცა ბევრი ამ საფრთხეს ყურადღებას არ აქცევს და ბამბუკის მასალას სააბაზანო ოთახის მოსაწყობადაც იყენებს.

bamboo-flooring-in-bathroom

7. ბამბუკის იატაკი იოლი მოსავლელია – სპეციალური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ სჭირდება, მის გასაწმენდად თხევადი საპონი და უბრალო წყალი სრულიად საკმარისია.

bamboo-flooring-11

ბამბუკის პარკეტი: სტილი, სახე, გადაწყვეტა

არსებობს ბამბუკის პარკეტის ორი ძირითადი კატეგორია: კარბონიზებული და არაკარბონიზებული. ასევე, ბამბუკის იატაკი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის: მოწითალო, შავი, ყავისფერი და ნარინჯისფერიც კი. ბამბუკის ბუნებრივი ფერი ძალიან ნათელია; მისი შეღებვა კარბონიზაციის პროცესისას ხდება, როცა მასალა ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედებით მუშავდება.

Stained_Bamboo_Flooring

ჩვეულებრივ, კარბონიზებული პარკეტი 20-30 პროცენტით უფრო რბილია, ვიდრე სხვა ტიპის პარკეტი. ამიტომ ასეთი პარკეტი არაა რეკომენდებული ხშირად გამოყენებად ოთახებში, მაგალითად, სამზარეულოში დასაგებად. თუმცა სრულიად მისაღებია საძინებელ ოთახში.

bamboo-flooring-in-bedroom-2

ნატურალური (არაკარბონიზებული) ბამბუკი ღია ფერისაა და დროთა განმავლობაში მზის ზემოქმედებით მოყვითალო ოქროსფერს იღებს.

bamboo-flooring-in-bedroom-3

ბამბუკის პარკეტის პლუსები:

  • სტილისა და ფერთა გამის არჩევანი;
  • ეკოლოგიურობა;
  • სილამაზე;
  • სიმყარე;
  • ნაკლებ მოვლას საჭიროებს;
  • ვარგისია ნებისმიერი ტიპის ოთახისთვის, სააბაზანოს გარდა;
  • უფრო იოლი დასაგებია, ვიდრე ნატურალური ხის პარკეტი;
  • ხის იატაკთან შედარებით იაფია.

ბამბუკის იატაკის მინუსები:

  • არაა რეკომენდებული მისი დაგება ღია ცის ქვეშ (მაგალითად, ეზოს სამზარეულოში და სხვ.);
  • ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფერს იცვლის;
  • თუ ბამბუკის პარკეტზე მძიმე ავეჯს აწყობთ, განსაკუთრებით თუ მათ მკვეთრი კუთხეები აქვს, სჯობს ქვეშ რეზინის საფენები დაუგოთ, რათა იატაკი არ დაზიანდეს;
  • ნესტისგან დასაცავად დამატებითი ყურადღება სჭირდება;
  • უფრო ძვირია, ვიდრე ლამინატი.

10-bamboo-flooring