გამოქვაბული-პავილიონი კხაო სამ როი იოტი

3-Khao-Sam-Roi-Yot

ტაილანდის ნაციონალური პარკის – კხაო სამ როი იოტის (Khao Sam Roi Yot) ფართობი 98 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, აქედან 20 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია წყლითაა დაფარული.

12-Khao-Sam-Roi-Yot

1868 წლის 18 აგვისტოს მეფე მონგკუტი თავის ევროპელ სტუმრებთან ერთად სწორედ კხაო სამ როი იოტის ტერიტორიიდან აკვირდებოდა მზის სრულ დაბნელებას.

ცნობილია, რომ მეფე მონგკუტი ძალიან განათლებული ადამიანი იყო. იგი დაინტერესებული იყო ასტრონომიით და მზის დაბნელების სათვალთვალო საუკეთესო ადგილიც გამოთვალა. სამწუხაროდ, მალე მეფე მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა.

მოგვიანებით ეს ადგილი ბევრმა მეფემ მოინახულა. ისინი განსაკუთრებით გამოქვაბულ პხრაია ნაკონით იყვნენ დაინტერესებულნი. ფაქტობრივად, ეს ორი დამოუკიდებელი გამოქვაბული იყო, რომლებიც ჩამონგრეული მწვერვალებიდან შემოსული შუქით ნათდებოდა.

11-Khao-Sam-Roi-Yot

1890 წელს, მეფე ჩულალონგკორნის ვიზიტის წინ აქ ულამაზესი პავილიონი აშენდა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

1-Khao-Sam-Roi-Yot

გამოქვაბულის სანახავად ტაილანდში ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ჩადის.

კხაო სამ როი იოტი, როგორც ტაილანდის პირველი სანაპირო ნაციონალური პარკი, 1966 წელს დაარსდა.

გთავაზობთ არქიტექტურის ამ საოცრების ფოტოებს, რომელიც არანაკლებ საოცარ და ლამაზ ადგილზე მდებარეობს.

10-Khao-Sam-Roi-Yot9-Khao-Sam-Roi-Yot8-Khao-Sam-Roi-Yot7-Khao-Sam-Roi-Yot6-Khao-Sam-Roi-Yot5-Khao-Sam-Roi-Yot4-Khao-Sam-Roi-Yot2-Khao-Sam-Roi-YotKhao-Sam-Roi-Yot-National-Park-Tham-Praya-Nakhon-Cave.-The-royal-pavilion

ტაილანდის ნაციონალური პარკის ხედები:

13-Khao-Sam-Roi-Yot14-Khao-Sam-Roi-Yot16-Khao-Sam-Roi-Yot18-Khao-Sam-Roi-YotKhao-Samkhao-sam-roi-yot-nationalkhao-sam-roi-yot-national-park-4

P.S. ჩვენთან ცოტა ხნის წინ დადგა 2013, ტაილანდში კი ამ დროს 2553 წელია :)