სუპერშეზლონგი Moon Sun Lounger

6-Moon-Sun-Lounger

დიზაინერმა საით ალანიალიმ (Sait Alanyali) ორიგინალური მოწყობილობის – Moon Sun Lounger-ის კონცეფცია  წარმოადგინა. შეზლონგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უცნაური და ამავდროულად ფუნქციური დიზაინი მოსწონს.

2-Moon-Sun-Lounger

ალანიალის მიერ კონსტრუირებული შეზლონგი მთვარის ზედაპირის სტილშია შესრულებული, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჰგავს მზეს.

3-Moon-Sun-Lounger

Moon Sun Lounger-ის ფორმა და მასალა, რომლითაც ისაა შექმნილი, მზის აბაზანების მიღების დროს სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.

4-Moon-Sun-Lounger

შეზლონგი  გამჭვირვალე მასალისგან არის შექმნილი, ამიტომ თუ მას წყლით აავსებთ, ქვედა ნაწილი  მზის სხივებს აირეკლავს და ამგვარად ნარუჯი სხეულის ყველა მხარეს გადანაწილდება. ანუ ეს არის „ჭრელი რუჯის“ თავიდან აცილების საშუალება.

5-Moon-Sun-Lounger

დროთა განმავლობაში, წყალი  შეზლონგის ქვედა ნაწილსა და გვერდებზე განთავსებულ ხვრელებში ქრება და  ჰაერის გაგრილებას უზრუნველყოფს. ამავე ნიშებში შეიძლება ჩაიდგას გამაგრილებელი სასმელით სავსე სხვადასხვა ტიპის ჭურჭელი.

7-Moon-Sun-Lounger

თურქი დიზაინერის საით ალანიალის ოფიციალური ვებსაიტი: saitalanyali.com.

საით ალანიალი