ტრადიციული პორტუგალიური სახლი პალხეიროსი

სანტანა არქიპელაგ მადეირას ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებული მუნიციპალიტეტია და პროტუგალიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. ამის მიზეზი, ძირითადად, ტრადიციული პორტუგალიური საცხოვრებელი – პალხეიროსია, რომელიც მეტად თავისებური არქიტექტურით გამოირჩევა.

portugal-1-4სანტანა ცნობილია ტრადიციული სახლი -ბუნგალოებით, რომლებიც ჩალითაა გადახურული. მათი სახურავი მიწამდეა დაშვებული და ნაგებობებს სამკუთხედის ფორმას აძლევს.

portugal-1-2ამჟამად ამ შენობების დიდი უმეტესობა მხოლოდ ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რის გამოც აქ ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ჩადის მთელი მსოფლიოდან. ჩალის სახურავებს ყოველ ხუთ წელიწადში ცვლიან.

portugal-1-6ადრე სოფლის ამ ნაგებობებს ფერმერები იყენებდნენ. სახლს ტრადიციულად თეთრი კედლები და წითელი კარი აქვს, ხოლო ჩარჩოები ლურჯად არის შეღებილი.

portugal-1-3ამ რეგიონისთვის მშენებლობაში ჩალის გამოყენება გასაკვირი არ არის, რადგან აქ ყოველთვის მოჰყავდათ ხორბალი. თავად სახლები ჩვეულებრივი მასალებით – ხითა და ქვითაა აგებული. რაც შეეხება შენობების სამკუთხა ფორმას, ის ყოველთვის პოპულარული იყო ადგილობრივ მცხოვრებლებში.

portugal-1-1ბუნგალო-სახლების პირველ სართულზე ორი ოთახია განლაგებული, მეორე სართულად სხვენი შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. რაც შეეხება სამზარეულოს, ის ეზოში იყო მოწყობილი.

portugal-1-5portugal-1-7portugal-1-8portugal-1-9portugal-1-10