Torri Superiore – ეკოსოფელი იტალიაში

ecovillagetorriitaliafriday

დაბრუნდი შუა საუკუნეებში და მიმოიხედე ირგვლივ – იქნებ უკვე ყველაფერი გაქვს, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის გჭირდება.

ჩვეულებრივ, friday.ge-ზე ვსაუბრობთ თანამედროვე ცხოვრების სტილზე, ტექნოლოგიებსა და დიზაინზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის, მაგრამ დღეს საწინააღმდეგო პროცესზე გვინდა გიამბოთ, რომელიც იტალიურ სოფელში Torri Superiore-ში განვითარდა: აქაურებმა შუა საუკუნეებში დაბრუნება გადაწყვიტეს, იმ დროისგან ყველაფერი საუკეთესო აიღეს, ხოლო ყოველივე ცუდს იგნორირება გაუკეთეს.

1ecovillagetorriitaliafriday

სოფელი Torri Superiore იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მთებში მდებარეობს და უშუალოდ ესაზღვრება საფრანგეთს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან კი დაახლოებით 20 კილომეტრი აშორებს.

სოფელი XIII საუკუნეში დაარსდა და არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულად დიდი, წარმატებული ან ცნობილი. ის რამდენიმე მრავალსართულიანი სახლითა და ქუჩით შემოიფარგლებოდა.

2ecovillagetorriitaliafriday

XVIII საუკუნეში ამ პატარა დასახლებული პუნქტის მოსახლეობის რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია, შემდეგ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი ისევ დაეცა – ხალხმა სოფლის დატოვება დაიწყო, მიტოვებული სახლები ინგრეოდა და ნადგურდებოდა.

თუმცა რამდენიმე წლის წინ იტალიის ხელისუფლებამ ექსპერიმენტის ფარგლებში სოფლის რეკონსტრუირება გადაწყვიტა – Torri Superiore კულტურული ინიციატივებისა და ექსპერიმენტების პოლიგონად გამოცხადდა.

8ecovillagetorriitaliafriday

Torri Superiore ახლა შუა საკუნეების ნამდვილი „ფილიალია“ იტალიის სამრეწველო გარემოში. აქ თქვენ ვერ ნახავთ ავტომანქანებს, სატელიტურ თეფშებს, მობილური კავშირგაბმულობის ანძებს, მრავალდონიან საავტომობილო ტრასებს, მეტალოპლასტმასის ფანჯრებსა და თანამედროვეობის სხვა ატრიბუტებს. ყველაზე თანამედროვე რამ, რაც ამ სოფელში შეიძლება შეგხვდეთ, მზის ენერგიის პანელებია, რომელთა გამომუშავებული ელექტროენერგიაც Torri Superiore-ს მაცხოვრებელთა მოკრძალებულ ელექტროსაჭიროებებს ხმარდება.

7ecovillagetorriitaliafriday

სამაგიეროდ აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული უამრავი ტურისტი შეგიძლიათ ნახოთ. შენობების კომპლექსი სულ 160 ადამიანზეა გათვლილი, რომლებიც აქ უბრალო, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრების გამოსაცდელად ჩამოდიან.

6ecovillagetorriitaliafriday

იტალიურ ეკოსოფელში შეიძლება წაიმუშაო ბოსტანში ან რომელიმე სახელოსნოში (თიხის ან ხალიჩების საქსოვ საამქროში, სამჭედლოში), შეიძლება ცხვრის მატყლისგან ქსოვილი თავად გააკეთო და გლეხური ჩასაცმელიც თავადვე შეკერო; შეიძლება მომწყემსო თხები და ძროხები, მოწველო საქონელი, ამოიყვანო ყველი.

5ecovillagetorriitaliafriday

თუ გენდომება, შეიძლება წაიმუშაო სამზარეულოშიც, რომელიც, ისევე როგორც სასადილო, მთელი სოფლისთვის საერთოა.

Torri Superiore-ს მთავარი ამოცანა სრული თვითმკმარობის შეგრძნების მიღწევაა. ხომ გვაქვს ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო – მხოლოდ ირგვლივ მიმოხედვა, დანახვა და მიხვედრა ჭირდება.

3ecovillagetorriitaliafriday4ecovillagetorriitaliafriday2-friday-torri1-friday-torri