ყველაზე ლამაზი და იაფი განათება

2-garden-solar-lighting

ბაღის მზის სინათლის ბატარეებზე მომუშავე სანათებს გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დეკორატიული ფუნქციაც აქვს და ბაღის, ბილიკების თუ გალავნების გასაფორმებლად გამოიყენება.

1-garden-solar-lighting

ამ ტიპის სანათების კონსტრუქცია მზის პანელისგან, აკუმულატორისა და სინათლის გამომსხივებელი დიოდებისგან შედგება. მისი ენერგიის წყარო მზის შუქია. დღის შუქზე აკუმულატორი იმუხტება და ეს ენერგია სანათს 7-8 საათს მაინც ყოფნის.

3-garden-solar-lighting

ბაღის მზის სანათების უდავო უპირატესობა სხვა ტიპის ნათურებთან შედარებით ისაა, რომ მას არც კაბელების გაჭიმვა ჭირდება და არც ელექტროენერგიას ხარჯავს, ე.ი. განათების ყველაზე იაფი წყაროა.

4-garden-solar-lighting

ამ მახასიათებლების გამო მზის ენერგიაზე მომუშავე განათება ნელნელა პოპულარული ხდება ჩვენთანაც, თუმცა, ჯერ მას მხოლოდ ერთეულები იყენებენ და არც ამ ბიზნესში მომუშავე მსხვილი კომპანიები არსებობს. მზის ენერგიაზე მომუშავე განათების მონტაჟი კი ხშირად კუსტარულად ხდება.

ბაღის მზის სანათები იოლად მონტაჟდება, ფაქტობრივად, არა მონტაჟი, არამედ უბრალოდ მიმაგრება სჭირდება და მოვლაც მინიმალური უნდა. სანათის ყიდვამდე უნდა მიაქციოთ ყურადღება შუქის სიმკვეთრეს, მზის პანელებისა და სენსორების რაოდენობასა და ზომას და სანათის დამაგრების სპეციფიკას.

დიდი ობიექტებისთვის განკუთვნილი სანათები, რომლებიც ძლიერ განათებას უზრუნველყოფს, ყველაზე ძვირადღირებულია. მართალია მზის ენერგიაზე მომუშავე თუნდაც ყველაზე ძლიერი განათება სიმძლავრით სტანდარტულ 100-ვატიან ნათურასაც კი ჩამოუვარდება, სამაგიეროდ მას უფრო ხანგრძლივი “სასიცოცხლო პერიოდი” აქვს.

9-garden-solar-lighting

მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები ბაღის ძირითადი განათების დამატებად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან, როგორც წესი, მათი შუქი საკმაოდ მსუბუქი და დაბინდულია. თუ მკვეთრი განათება გჭირდებათ, amazon.com-ზე მოიძიეთ მოდელი ფლუორესცენციული ნათურით ან  სინათლის გამომსხივებელი ორი დიოდით.

5-garden-solar-lighting

სანათები მზის სხივებისთვის იოლად მისაწვდომ ადგილზე უნდა დაამაგროთ. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც გათენებისა და დაღამების მომენტებს აფიქსირებს და სანათს გათენებისთანავე ავტომატურად თიშავს.

6-garden-solar-lighting

ასეთი განათების დამაგრება იმდენად იოლია, რომ ელექტრიკოსის მომსახურებასაც არ საჭიროებს – შეგიძლიათ ნათურა უბრალოდ მისთვის განკუთვნილ ადგილზე მიამაგროთ. ის დეკორაციადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და სანათებით ყვავილნარი ან ბაღის შადრევანი გააფორმოთ.

7-garden-solar-lighting

მზის ბატარეაზე მომუშავე ბაღის სანათები განსაკუთრებით პოპულარული ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებშია, როგორიცაა აშშ, იაპონია, ჩინეთი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, კლიმატური თავისებურებების გამო, აკუმულატორის სრულად დამუხტვას მზის შუქი ხშირად არ ყოფნის.

12-garden-solar-lighting

სანათების ძირითადი ნაწილის სინათლის გამომსხივებელი დიოდის გამოცვლა, პრაქტიკულად, საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ამ სფეროში მიღწეულმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ სინათლის გამომსხივებელი დიოდების მოქმედების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უზრუნველყო.

10-garden-solar-lighting

ელექტრიკოსის მომსახურება მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ დიდი რაოდენობით სანათების დაყენება გინდათ. მზის სანათების ერთადერთი ნაკლი მათი განლაგების თავისებურებაა – მათ აუცილებლად უნდა ხვდებოდეს მზის სხივები, საწინააღმდეგო შემთხვევაში ნორმალური ნათებისთვის სანათს მუხტი არ ეყოფა.

11-garden-solar-lighting

მზის სხივების თავისუფალი მოხვედრის პრობლემის მოგვარება, შენობის სახურავზე ან ისეთ ადგილებზე, სადაც მზე თავისუფლად ხვდება, მზის დამატებითი პანელების განთავსებით შეგიძლიათ, თუმცა, ეს სანათების ენერგიის ხარჯს საგრძნობლად გაზრდის.

ლანდშაფტის განათების ვარიანტები მოიცავს მზის სანათების დამაგრებას შენობის კედლებზე, პატიოზე და ტერასებზე, ბაღის დეკორატიულ კონსტრუქციებზე.

14-garden-solar-lighting

სანათის კორპუსი სხვადასახვა მასალისგან კეთდება – უჟანგავი ფოლადიდან პლასტმასამდე.

მზის სანათების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება მისი მოვლის სიიაფე და სიმარტივეა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მზის პანელებიდან მტვრის გადაწმენდას გულისხმობს. გარდა ამისა, სანათები იოლად შეგიძლიათ გადაადგილოთ, როცა ლანდშაფტის სხვანაირად განათების სურვილი გაგიჩნდებათ.

15-garden-solar-lighting

არსებობს მზის სანათების სამი ძირითადი სახეობა – სანათები აქცენტირებული ნათებისთვის, ბილიკებისა და დიდი ობიექტების ან სივრცის გასანათებლად. აქცენტირებული ნათების სანათს მსუბუქი, არამკვეთრი შუქი აქვს და ძირითადად მზის პოლიკრისტალურ აკუმულატორებზე მუშაობს, რაც მას ღრუბლიან დღეებში დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს.

17-garden-solar-lighting

ასეთი სანათები შეგიძლიათ ბაღის პატარა დეკორაციების, მაგალითად, აუზის, ტბის, ყვავილნარის გასაფორმებლად და იმავდროულად გასანათებლადაც გამოიყენოთ.

20-garden-solar-lighting

ბილიკის სანათი, როგორც წესი, ყველაზე იაფი ღირს და შუქის დიდი დიაპაზონი აქვს, რაც გზაზე არსებულ დაბრკოლებებს ანათებს და ბაღთან თუ მიწისქვეშა გზასთან მისასვლელ გზას უსაფრთხოს ხდის.

19-garden-solar-lighting

მზის ენერგიაზე მომუშავე განათების კიდევ რამდენიმე მაგალითი:

8-garden-solar-lighting13-garden-solar-lighting16-garden-solar-lighting

Advertisements