ბაღის განათება: 8 ყველაზე ორიგინალური სისტემა

9-garden-light-decor

ბაღში სწორი და საინტერესო განათება მის დიზაინს მთლიანად ცვლის. ამიტომ დეკორატიული განათების სისტემების წარმოებას მსხვილი დიზაინერული კომპანიები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევენ.

დეკორატიული მანათობელი აგურები კომპანიამ Let’s Edge პლასტმასისგან გააკეთა. აგურები დღისით მზის ენერგიით იმუხტება, ღამე კი ანათებს. ასეთი სანათებით  დეკორატიული ბილიკების ან ყვავილნარების განათება შეიძლება. Let’s Edge-ის სანათების ღირებულება 40 დოლარია.

1-garden-light-decor

ჯორჯი ვილარდელისა და მერითქსელ ვიდალის შექმნილი მანათობელი რკალი ღამის ბაღის ნაზი შუქით განათების შესაძლებლობას იძლევა. რკალს სამგვარი მოდიფიკაცია აქვს და ერთი ადგილიდან მეორეზე მისი გადატანა ძალიან იოლია.

2-lights-for-garden-with-night-lamp

ფოსფორული აუზი ნამდვილი ჰიტია. შეგიძლიათ ბაღში ყველა ტიპის განათება გამორთოთ და მბრწყინავ აუზში გადაეშვათ. განათების უზრუნველყოფა სპეციალური გელის მეშვეობით ხდება, რომლითაც  აუზის ზედაპირი წყლით ავსებამდე იფარება. გელი მზის ენერგიას დღის განმავლობაში აგროვებს, ღამით კი გასცემს.

3-garden-light-decor

მანათობელი ქვები ძალიან კარგად გამოიყურება ალპურ გორაკებზე. მათი მეშვეობით ზამთარში მისაღები ოთახიც კი შეიძლება გაფორმდეს, თუმცა, ეს სანათები სპეციალურად გარე განათებისთვისაა შექმნილი Oluce Stones Outdoor Lamps-ის მიერ, რომელიც ორ სხვადასხვა ზომის ქვა-ნათურას აწარმოებს. მანათობელი ქვის ღირებულება 316 დოლარია.

4-garden-light-decor

მზის ფარნები პირდაპირ მიწაზე შეიძლება დაალაგოთ და ბილიკები გაანათოთ; ან სულაც ყვავილივით დარგოთ მინდორში. კომპანია Wild Grass Solar Garden Lights-ის ბალახის სანათები შებინდებისთანავე იწყებს ნათებას და გარემოს საოცარ მომხიბლავობას ანიჭებს. ენერგია მხოლოდ 6 საათი ყოფნის, მაგრამ რომანტიკული საღამოსთვის სრულიად საკმარისია. მზის ფარნის ღირებულება 20 დოლარია.

5-garden-light-decor

კომპანია Opulent Items-ის მანათობელი სკამი მოდერნის სტილის ბაღს მოუხდება. ნათების ფერი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ. თუმცა Opulent Items-ის გამძლე სკამი საკმაოდ ძვირია – 6,500 დოლარი ღირს.

6-garden-light-decor

ბავშვები, ცხოველები და უფროსებიც კი ხშირად თამაშობენ ბაღის მორწყვისას. ამიტომ კომპანიამ Lighter Side გამოიგონა მორწყვის ისეთი საშუალება, რომელიც ამ პროცესს სახალისოსთან ერთად ლამაზსაც ხდის. ნაკრების ერთ-ერთი კომპონენტი – ფერადი ფოლგა წყლის ჭავლს იისფერ, ცისფერ, ყვითელ, მწვანე, ვარდისფერ და ნარინჯისფერ შეფერილობას აძლევს. მოწყობილობა არც ისე ძვირია – 25 დოლარი ღირს.

7-garden-lights

კვერცხის ფორმის მანათობელი ქვა ძალიან მოუხდებოდა იაპონური სტილის ბაღს. ქვის განათებას უზრუნველყოფს სპეციალური ბაზა, რომელზეც  მზის ელემენტებია დამონტაჟებული. ბოლომდე დასატენად სანათს 6-დან 8 საათამდე სჭირდება და ამდენივე საათის განმავლობაში ანათებს. მანათობელი კვერცხის ღირებულება 180 დოლარია.

8-garden-light-decor