ბლექბერი – სასტუმრო-ფერმა ვოლანდში

Blackberry Farm, Walland, Tennessee5ოჯახური ფერმების იდეამ აშშ-ში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ჩაქრობა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მცხოვრებლებს თავიანთ ფესვებთან – სოფლებში დაბრუნების სურვილი სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ, ფერმების რაოდენობა, რომლებიც ტურისტებს რამდენიმე დღით დასვენებას სთავაზობს, ჯერ ისევ მცირეა.

????????????????ბოლო დროს პრესის მხარდაჭერის წყალობით სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ამ სფეროთი დაინტერესებას ისეთი დიდი კომპანიებიც კი გამოთქვამენ, როგორიცაა, მაგალითად მსხვილი ბრენდი Ralph Lauren.

ახლა უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აგროტურიზმის შესახებ სპეციალიზებულ საიტებზეც შეიძლება. თუმცა კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა.

აგროტურიზმით დაინტერესებულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სასტუმრო ფერმაში Blackberry Farm, რომელიც ტენესის შტატის სამხრეთში, ვოლანდში მდებარეობს.

blackberry-farm1ფერმა Great Smoky mountains-ის ქედზე 1939 წელს დაფუძნდა და წლების განმავლობაში ჩვეულებრივ ფერმას წარმოადგენდა. მოგვიანებით ფერმის მფლობელმა მასში თანხის ინვესტირება და მდიდრული ოტელის შექმნა გადაწყვიტა.

Blackberry Farm, Walland, Tennessee29

ბლექბერი ფარმს 1700 ჰექტარი უჭირავს და სამართლიანად მიიჩნევა აშშ-ის უძრავი ქონების ელიტურ ნაწილად.

შარშან ფერმა ცნობილი ინტერნეტ-გამოცემის The Business Insider-ის მიერ შედგენილ აშშ-ის საუკეთესო დასასვენებელი ადგილების ოცეულშიც მოხვდა.

Blackberry Farm, Walland, Tennessee25

ბლექბერის სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ველებიდან და ბოსტნებიდან მოსავლის აღებაში. ამავდროულად კოტეჯებში კომფორტის უმაღლესი დონია უზრუნველყოფილი. უფრო დიდ კოტეჯებში არის ბუხრები და ცალკე სამზარეულო, სადაც შეიძლება მოამზადო კერძები ფერმაში მოყვანილი მოსავლით, ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლია მომსახურე პერსონალს ბაღისა და შინაური ცხოველების მოვლაშიც მიეხმარო.

Blackberry Farm, Walland, Tennessee10

ბლექბერი ფარმში დასვენების ყველა პირობაა შექმნილი. აქ შეგიძლია ინადირო, ითევზაო, იქირაო ცხენი ან უბრალოდ მოიწყო პიკნიკი არაჩვეულებრივ ტყეებში.

Blackberry Farm, Walland, Tennessee13

ბლექბერი ფარმის მყუდრო აპარტამენტები, ექსტერიერი, რესტორნები და ხედები:

Blackberry Farm, Walland, Tennessee8Blackberry Farm, Walland, Tennessee8-1Blackberry Farm, Walland, Tennessee9Blackberry Farm, Walland, Tennessee11Blackberry Farm, Walland, Tennessee12Blackberry Farm, Walland, Tennessee14Blackberry Farm, Walland, Tennessee15Blackberry Farm, Walland, Tennessee16Blackberry Farm, Walland, Tennessee17Blackberry Farm, Walland, Tennessee18Blackberry Farm, Walland, Tennessee19Blackberry Farm, Walland, Tennessee20Blackberry Farm, Walland, Tennessee21Blackberry Farm, Walland, Tennessee22Blackberry Farm, Walland, Tennessee23Blackberry Farm, Walland, Tennessee26Blackberry Farm, Walland, Tennessee27Blackberry Farm, Walland, Tennessee28Blackberry Farm, Walland, Tennessee30blackberry farm1Blackberry-Farm33Blackberry-Farm34blackberry-farm-viewnewfound_gap__great_smoky_mountains__tennessee