ბრაზილია: სახლი პლაჟზე

kogan3

ქალაქ პარატიში (რიო დე ჟანეიროს შტატი, ბრაზილია) ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი სახლი დგას, რომელიც არქიტექტორმა მარსიო კოგანმა (Marcio Kogan) დააპროექტა.

kogan1

სახლის ინტერიერში ცნობილი დიზაინერების ჯორჯ ნაკაშიმას, ლუის ბარაგანის, ლინა ბო ბარდის, სერხიო როდრიგესის, ხოაკიმ ტენრეიროსა და ხოსე ზანინ კალდასის მიერ დამზადებული ავეჯია გამოყენებული.

kogan4

სახლთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც სახმელეთო გზით, ისე ზღვით. მეორე შემთხვევაში კატერიდან პლაჟის გავლით პირდაპირ ხიდზე გადასვლაა საჭირო, რომელიც აუზის თავზეა აგებული.

სახლის პირველ სართულზე არის მოზრდილი ჰოლი, სამზარეულო და მისაღები ოთახები. უზარმაზარი ფანჯარა სახლის მფლობელებს და სტუმრებს ოკეანის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

kogan9

სახლის ზედა სართულზე განთავსებულია მყუდრო და კომფორტული საძინებელი ოთახები თავიანთი სააბაზანოებით. ოთახებს მწველი მზისგან სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ევკალიპტები იცავს.

სახლის უკანა მხარე პირდაპირ კლდეს ემიჯნება – აქ მოწყობილია ლამაზი, ჩრდილიანი და მყუდრო შიდა ეზოები.

ფართო ტერასა მთელ სახურავს იკავებს. ამჟამად მას პანორანული მოედნის ფუნქციით იყენებენ, თუმცა მომავალში ტერასაზე ბაღის გაშენება იგეგმება.

მთლიანობაში სახლის ფართი 840 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

დაათვალიერეთ ამ არაჩვეულებრივი სახლის სხვა ფოტოები:

kogan2kogan5kogan6kogan7kogan8kogan10kogan11