გადავაკეთოთ სააბაზანო ოთახი

5-ideas-for-cozy-bathroom

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ აბაზანაში ჩაშვება და დასვენება შეიძლება, ამიტომაც სააბაზანოში კომფორტისა და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

9-ideas-for-cozy-bathroom

სააბაზანოს გადაკეთება გაცილებით შრომატევადი პროცესია, ვიდრე, მაგალითად საძინებელი ოთახის, სადაც შეგიძლიათ მხოლოდ ავეჯის აქეთ-იქით გადადგმით შემოიფარგლოთ.

ამასთან, სანამ სააბაზანოს გადაკეთებას შეუდგებით, ჯერ ინტერიერის დიზაინისა და ხარჯის საკითხებზე უნდა დაფიქრდეთ – სააბაზანოში ავეჯის გადადგმასთან ერთად ელექტრო და წყალსადენი სისტემების გადაკეთებაა საჭირო. აბაზანის ან ნიჟარის მეორე კედელთან გადატანაც კი საკმაოდ ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ, ამიტომაც სანამ საქმეს შეუდგებით, ჯერ ზუსტად იანგარიშეთ მოსალოდნელი ხარჯები.

სააბაზანოს ცენტრალური ელემენტი შხაპის კაბინა, აბაზანა ან მათი კომბინაციაა. ყველაზე ხშირად სააბაზანოს გადაკეთებაც ამ თემას უკავშირდება – ახალი აბაზანის დაყენება ან აბაზანის საშხაპეთი შეცვლა.

10-ideas-for-cozy-bathroom13-ideas-for-cozy-bathroom

თუ ძველ აბაზანას ბზარები აქვს და გამოცვლაც მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტეთ, ჯერ ბზარების აკრილის საფარით ამოვსება სცადეთ და შემდეგ აკრილის მთლიანი საფარი გაუკეთეთ.

თუ კლასიკური აბაზანის ნაცვლად შხაპის კაბინის დაყენება გადაწყვიტეთ, ჯერ შეამოწმეთ შეესაბამება თუ არა მისი სიმაღლე და სიგანე თქვენი სააბაზანოს კედლებისა და კარის ზომებს.

სააბაზანო, როგორც წესი, სხვა ოთახებზე პატარაა, ამიტომაც ბევრი ფიქრობს, რომ მისი რემონტი დანარჩენ ოთახებზე ნაკლები დაჯდება, სინამდვილეში კი პირიქითაა. ხარჯის უმეტესობა დაკავშირებულია მშენებლების, ელექტრიკოსების, წყალსადენისა და სანტექნიკის ოსტატების მომსახურებასთან.

ამ ხარჯების თავიდან არიდებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ ყველაფერს თავადვე გააკეთებთ, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ მცირე კოსმეტიკური რემონტის დროს იქნება შესაძლებელი. ახალი ნიჟარის ან შხაპის კაბინის დაყენება სჯობს პროფესიონალებს მიანდოთ.

12-ideas-for-cozy-bathroom

დამატებითი სივრცე სააბაზანო ოთახის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. აქ არ გამოგადგებათ დიდი კარადები, აჯობებს მხოლოდ პატარა ტუმბოები ან კედლის ვერტიკალური სტელაჟები დაამონტაჟოთ.

სააბაზანოს სივრცის ვიზუალურად გაზრდაში ფერების გადაწყვეტილება დაგეხმარებათ: თეთრი ან კრემისფერი პალიტრა სააბაზანოს სივრცეს ვიზუალურად გაზრდის. ამავე მიზანს ემსახურება შუქის რამდენიმე წყაროს დაყენება, თანაც განწყობის მიხედვით სინათლის ინტენსივობის დარეგულირებაც შეგეძლებათ.

6-ideas-for-cozy-bathroom

თუ სააბაზანოში ზედმეტი თავისუფალი სივრცე გაქვთ, შეგიძლიათ დამატებითი დეკორატიული და იმავდროულად, პრაქტიკული დანიშნულების ნივთები დადგათ. მაგალითად სკამი ან კომოდი, რომელიც დეკორის როლსაც შეასრულებს და მასზე სააბაზანოში საჭირო ნივთებსაც დაალაგებთ.

1-ideas-for-cozy-bathroom15-ideas-for-cozy-bathroom

სააბაზანოს დეკორის უმთავრესი ელემენტი სარკეა, რომელიც ოთახს ვიზუალურად ვრცელსა და ნათელს ხდის.

Elegant-Bathroom-Big-Mirror

კედლის ქვედა ნაწილი სპეციალური ნესტის მიმართ მდგრადი საღებავით მოხატული პანელებით შეგიძლიათ დაფაროთ, რაც კედლებს წყლის შხეფებისგანაც დაიცავს და სააბაზანოს ინტერიერს ელეგანტურ, ვიტრაჟულ შტრიხსაც შემატებს. ასევე თუ დიდფანჯრიანი სააბაზანო ოთახი გაქვთ, შეგიძლიათ მწვანე შტრიხი შეიტანოთ და აბაზანის გასწვრივ მაღალი, ნესტის მოყვარული მცენარეები განათავსოთ.

16-ideas-for-cozy-bathroom

პრაქტიკული რჩევები სააბაზანოს გადაკეთების მსურველებისთვის:

  • სააბაზანოს ფართობი ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ არასაყრდენი კედლის დანგრევით გაზარდოთ;
  • თუ ნიჟარა, აბაზანა ან შხაპის კაბინა ახალს აღარ ჰგავს, მისი რესტავრირება სპეციალური მასალებით ან აკრილის საფარით შეგიძლიათ;
  • სააბაზანოში ძველი ელექტროსადენი დაუყოვნებლივ ახლით უნდა შეიცვალოს;
  • შხაპის კედლებზე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სპეციალური სახელურები, რომლებიც ფეხის აცურების შემთხვევაში ძირს დაცემისგან დაგიცავთ.

სააბაზანო ოთახი 4.65 კვ/მ-ზე ნაკლები ფართობით პატარა სააბაზანოდ მიიჩნევა. სივრცის უკმარისობის გამო ხშირად საჭირო ზომის აბაზანის დადგმა შეუძლებელია და ალტერნატიული გამოსავალი შხაპის კომპაქტური კაბინაა. თუმცა თუ სწორად მოახდენთ დაგეგმარებას, მცირე აბაზანის განთავსებაც შესაძლებელია.

2-ideas-for-cozy-bathroom

პატარა სააბაზანოს გადაკეთება დიდი ფართობის სააბაზანო ოთახზე გაცილებით ადვილია, თუმცა, ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ. რემონტი ფართის სიმცირის გამო მართლაც ნაკლები დაჯდება, რადგან ნაკლები მასალა დაგჭირდებათ და საქმის ნაწილის საკუთარი ხელით შესრულებასაც შეძლებთ.

სააბაზანო ოთახების დიზაინის რამდენიმე მაგალითი:

3-ideas-for-cozy-bathroom4-ideas-for-cozy-bathroom7-ideas-for-cozy-bathroom8-ideas-for-cozy-bathroom11-ideas-for-cozy-bathroom