გაზაფხულის ფერები ინტერიერში

green-spring-in-livingrooms

გაზაფხულს უამრავი ადამიანი მიიჩნევს წელიწადის საუკეთესო დროდ, რის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნების გამოღვიძებაა. გაზაფხული ასევე შესანიშნავი საბაბია სახლის განახლებისთვის. თუ ამ მოსაზრებას იზიარებთ და თანაც ახალი იდეების ძიებაში ხართ, მოკავშირედ გაზაფხულის ბუნებას გთავაზობთ. მისი შთამაგონებელი ფერები და ცვლილებების სურვილი (რომელიც თქვენ უნდა გქონდეთ) შესანიშნავი პარტნიორები გახდებიან.

ამ პოსტში სახლის საგაზაფხულო განახლების ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სასიამოვნო მეთოდს გაგაცნობთ. საუბარია აქცენტების მეშვეობით ფერთა გამის ცვლილებაზე.

რა უნდა შეცვალოთ? პირველ რიგში, ინტერიერის ტექსტილის დეტალები – ფარდები და ბალიშები, რბილი ავეჯის საფარები და ხალიჩები, ასევე მაშუქების აბაჟურები, თუ ისინი საერთოდ იცვლება ან განახლებას საჭიროებს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომლებიც თითქოს ინტერიერის აუცილებელი დეტალი არ არის, მაგრამ მათი წყალობით ოთახი განსაკუთრებულ პეწს იძენს: ყვავილების ლარნაკები და კონტეინერები ოთახის მცენარეებისთვის, ლანგრები და კოლოფები, ნახატები და კედლის დეკორის სხვა ელემენტები, გემოვნების შესაბამისად.

განახლების შედეგი ჰარმონიული რომ იყოს, კონცენტრირება მოახდინეთ კონკრეტულ იდეაზე, რომელიც ბუნებრივ გარემოში „იკითხება“.

თუ უფრო თავშეკავებულ სტილს ამჯობენებთ, შეარჩიეთ ინტერიერის ახალი დეტალებისთვის მწვანის მხოლოდ რამდენიმე ტონი + ყვითელი და ცისფერი. მრავალფეროვნების მოყვარულებმა კი გაზაფხულის პალიტრიდან სხვა ხასხასა ფერებიც შეიძლება აიღონ. განსხვავებული ფერი მწვანის ჰარმონიული თანამგზავრი იქნება, თუმცა, ამ შემთხვევაში მწვანე ფერის გამოყენება მხოლოდ ორი ტონით უნდა შეზღუდოთ.

ამ კოლექციაში შეკრებილია 5 სასტუმრო ოთახის ინტერიერის ფოტოები, რომლებშიც გადამყვეტ როლს მწვანე აქცენტები თამაშობს. გაარჩიეთ ისინი დეტალურად, მიაქციეთ ყურადღება ფერებს, ოთახში გაზაფხულის ცოცხალი ატმოსფეროს შექმნისა და შეხამების მეთოდებს.

თუ მწვანე ფერი გიყვართ, ასეთ სასტუმრო ოთახში ყოფნა წლის ნებისმიერ დროს გესიამოვნებათ.

სასტუმრო ოთახი მწვანე აქცენტებით ეკო-სტილში:

green-spring-in-livingrooms1-1green-spring-in-livingrooms1-2green-spring-in-livingrooms1-3green-spring-in-livingrooms1-4green-spring-in-livingrooms1-5green-spring-in-livingrooms1-6green-spring-in-livingrooms1-7green-spring-in-livingrooms1-8

სასტუმრო ოთახი ლოფტ-სტილში მწვანე აქცენტებით:

green-spring-in-livingrooms2-1green-spring-in-livingrooms2-2green-spring-in-livingrooms2-3

შარტრეზისა და იისფერის შეხამება სასტუმრო ოთახში:

green-spring-in-livingrooms3-1green-spring-in-livingrooms3-2green-spring-in-livingrooms3-3green-spring-in-livingrooms3-4green-spring-in-livingrooms3-5green-spring-in-livingrooms3-6

სასტუმრო-სასადილო ოთახი მწვანე აქცენტებით კოლონიურ სტილში:

green-spring-in-livingrooms4-1green-spring-in-livingrooms4-2green-spring-in-livingrooms4-3green-spring-in-livingrooms4-4green-spring-in-livingrooms4-5green-spring-in-livingrooms4-6

კლასიკური სასტუმრო-სასადილო მწვანე აქცენტებით: 

green-spring-in-livingrooms5-1green-spring-in-livingrooms5-2green-spring-in-livingrooms5-3