გიტარის ფორმის აუზი

guitar-pool-1

ახირებული კლიენტის შეკვეთა – არაჩვეულებრივი აუზის პროექტი, რომელსაც გიტარის ფორმა აქვს, ნამდვილი გამოწვევა იყო კანადური კომპანიისთვის Aqua-Tech Company.

მათი კლიენტი, გიტარების გადარეული კოლექციონერი კომპანიაში სულ სხვა მიზნით მივიდა – მას მხოლოდ ჯაკუზის შეძენა სურდა.

თუმცა მოულოდნელად აზრი შეიცვალა და დაინტერესდა, შეძლებდნენ თუ არა ერთი მეტად საინტერესო იდეის განხორციელებას.

guitar-pool-6

იდეა კი კლიენტის სახლის უკანა ეზოში გიტარის ფორმის აუზის მოწყობა იყო, რომლის კონსტრუქციასაც ინსტრუმენტის ყველა დეტალის ეფექტი უნდა შეექმნა.

guitar-pool-2

ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ამ გამოწვევას Aqua-Tech Company-მ ღირსეულად უპასუხა.

guitar-pool-4guitar-pool-5

კრეატიული აუზის სიგრძე 19 მეტრია, მასში ჩასასვლელად ორი კიბეა კონსტრუირებული და ზუსტად იმეორებს გიტარის ფორმას. კოლექციონერისთვის კი აუზი მის პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ერთ-ერთი ექსპონატის ფუნქციასაც ასრულებს.

არაჩვეულებრივი აუზის კიდევ ორი ფოტო:

guitar-pool-3guitar-pool-7