გლიცინიების გვირაბი კავაჩი ფუჯის ბაღში

kavati-1ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის.

kavati-3ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული.

kavati-25ბაღის მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით.

kavati-8Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების სიმბოლოდ მიიჩნევა.

გლიცინიების გვირაბი ტოკიოდან დაახლოებით 4-5 საათის სავალშია. მისი დათვალიერებისთვის საუკეთესო დრო აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდეა, როცა გლიცინიას ყვავილები იფურჩქნება.

kavati-16„ოქროს კვირაში“ – 27-29 აპრილს აქ გლიცინიას ფესტივალიც იმართება.

kavati-12კავაჩი ფუჯის ბაღი კერძო საკუთრებაა. ბილეთის ფასი სეზონების მიხედვით 100-დან 300 იენამდე მერყეობს.

სხვადასხვა ფერის გლიცინიას ფოთლოვანი ლიანები სპეციალურ კარკასებსა და თაღებზეა შეფენილი.

kavati-30გლიცინია მარცვლოვანთა ოჯახიდან არის, მისი ათზე მეტი სახეობაა ცნობილი. ეს მცენარე მეტად გავრცელებულია იაპონიაში, ასევე გვხვდება აშშ-ის ჩრდილოეთში, ჩინეთში, კორეასა და სხვა ქვეყნებში.

გლიცინიას ლერწები ვაზის მსგავსად ეხვევა ნებისმიერ ხელმისაწვდომ საყრდენს. მან 20 მეტრის სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს, ხოლო სიგანეში – 10 მეტრამდე ტერიტორია დაიკავოს.

kavati-20მსოფლიოში ყველაზე დიდი გლიციანია არის სერა მადრეში (კალიფორნია), სადაც მას 1 აკრი ტერიტორია უჭირავს. ეს არის ჩინური ლავადნისებრი გლიცინია, რომელიც 1894 წელს დაურგავთ.

kavati-26გლიცინიას სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენელთა ფოთლების სიგრძემ 15-35 სანტიმეტრს შეიძლება მიაღწიოს, ხოლო ყვავილედების სიგრძე 10-დან 80 სანტიმეტრამდე შეიძლება იყოს. არსებობს გლიცინიები ვარდისფერი, იისფერი, თეთრი და მოშინდისფრო ყვავილებით.

kavati-9გლიცინიას ყვავილობა, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე იწყება. ზოგიერთ აზიურ სახესხვაობაში ყვავილობა ფოთლების ამოსვლას უძღვის წინ. ამერიკული სახეობები კი ზაფხულის შუაში ან ბოლოს იწყებს ყვავილობას. ყველაზე არომატული ჩინური გლიცინიებია.

ბაღი უისტერია – გლიცინია და სხვა არაჩვეულებრივი ყვავილები:

kavati-2kavati-4kavati-5kavati-6kavati-7kavati-10kavati-11kavati-13kavati-14kavati-15kavati-17kavati-18kavati-19kavati-21kavati-22kavati-23kavati-24kavati-27kavati-28kavati-31kavati-32