იტალია: ფეხსაცმლის ფორმის აბაზანები

shoe-bath-by-sicis3

იტალიური მოზაიკის კომპანია Sicis ტრადიციული კომფორტული აბაზანების წარმოებასთან ერთად ასევე მყიდველს ორიგინალურ იდეებსაც სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი აბაზანა-ფეხსაცმელებია.

sicis-bath-6

Sicis-ის მოზაიკით დეკორირებული აბაზანების ქალის ფეხსაცმლის ხაზი ძველებური სილამაზისა და თანამედროვე პრაქტიკულობის ნაზავია.

sicis_glass_slipper_bath1

Sicis-ის პროდუქცია უკვე გადაიქცა სტილის ეტალონად, რომელსაც ნებისმიერი ნაგებობის ინტერიერის ხელოვნების დახვეწილ ნიმუშად გადაქცევა შეუძლია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ ლინკზე.

Sicis-ის აბაზანა-ფეხსაცმელების ფასი 13 ათასი ევროთი იწყება და 15-16 ათას ევრომდე აღწევს. ფასი აბაზანის მოპირკეთებისას გამოყენებულ მასალებზეა დამოკიდებული.

ფეხსაცმელი-აბაზანების ზომა განსხვავებულია, თუმცა უმეტესობის მაქსიმალური სიმაღლე 165 სანტიმეტრია, სიგრძე – 270 სმ. საერთო სიგანე 101 სანტიმეტრია, ხოლო თავად ნიჟარის სიგანე 60 სმ-ს შეადგენს.

sicis-bath11

მუქი ფერის ფეხსაცმელი აბაზანა განსაზღვრულია არა სააბაზანო, არამედ მისაღებ ოთახში დასადგმელად. მისი ფასი 13 ათასი ევროა.

Sicis- Art

მისაღებ ოთახში დასადგმელადაა განკუთვნილი ეს ორი აბაზანაც:

sicis-bath7

sicis-shoe-bath17

დაათვალიერეთ Sicis-ის სხვა მოზაიკური ფეხსაცმელი-აბაზანებიც:

sicis-bath-10

sicis-shoe-bath14

sicis-shoe-bath15

SICIS-Shoe-Bathtub-1

ეს კი Sicis-ის ტრადიციული აბაზანებია – ულამაზასი მოზაიკითა და ფერთა გამით.

SICIS_bathtubs13sicis-bath-9sicis-bathtub2

კომპანია სიჩისის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ ლინკზე.