თარო-სავარძელი Bookworm

bookworm1

ჰოლანდიური სტუდია Atelier 010-ის დიზაინერებმა არასტანდარტული წიგნების თარო Bookworm შექმნეს, რომელიც დამატებით დასასვენებელ ადგილადაც შეიძლება იქნას გამოყენებული.

bookworm3

Bookworm არის სკულპტურული და ფუნქციური ელემენტი, რომელიც საინტერესო დიზაინისა და მკვეთრი შეფერილობის გამო ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს მოუხდებოდა.

წიგნის თარო შედგება სამი ნაწილისგან, რომელთა აწყობა ძალიან მარტივია. ის დამონტაჟებულია რკინის საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით დამაგრებას. რკინის კონსტრუქცია შეიძლება კედელთანაც განთავსდეს და  შუა ოთახშიც.

bookworm6

მოსახერხებელი სავარძელი თაროებს შორის ადამიანს წიგნის წაკითხვას მოანდომებს. დამატებითი ბონუსი კი თაროს ზედა ნაწილში ჩამონტაჟებული განათების სისტემაა.

bookworm2bookworm4bookworm5