ირლანდიური კომპანიის ორიგინალური ბუხრები

1-cozihome-fireplaces

გათბობის სისტემებს მწარმოებელმა ირლანდიურმა კომპანიამ CosiHome ეკობუხრების ხაზი გახსნა და მათი ორიგინალური კონცეფციების დამსახურებით მსოფლიო დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოექცა.

13-cozihome-logo

კომპანიამ ეკობუხრების დიდი ასორტიმენტი წარმოადგინა – კედელზე დასამაგრებელი თუ კედელში ჩაშენებული ბუხრები, ბუხარი-მაგიდები, ბუხარი-ქოთნები, ბუხარი-ჩარჩოები და სხვ.

3-cozihome-fireplaces4-cozihome-fireplaces

თუმცა ამ მრავალფეროვნებიდან ყველაზე დიდი ყურადღება ბუხარმა-თარომ დაიმსახურა.

2-cozihome-fireplaces

წიგნი და ბუხარი – ეს კითხვის მოყვარულებისთვის უკიდურესად ბედნიერი შეხამებაა, კომპანია CosiHome-ს წარმოებულმა კედლის ბუხარმა Helios კი ორივე კომპონენტი გააერთიანა.

კომპანიის დიზაინერებმა კედელზე განთავსებულ თაროებში ბუხრის ჩაშენება მოახერხეს.  ცეცხლისგან თაროებსა და წიგნებს ხანძრისგან დამცავი სპეციალური ტიხარი და 8 მმ-ის სისქის არმირებული მინა გამოყოფს. ბუხრის პარამეტრებია 169×43×31 სმ.

კომპანიის წარმოებული ბუხრები ბიოეთანოლის საწვავზე მუშაობს, ნაწილი კი ელექტროენერგიაზე. ბუხრები ცეცხლის ანთების დისტანციური სისტემითაა აღჭურვილი.

CosiHome-ს პროდუქციიდან ბუხარი Helios წიგნის თაროსთან ერთად ყველაზე ძვირი – 4755 დოლარი ღირს.

კომპანიის მიერ წარმოებული ბუხრების დანარჩენი მოდელების ფასები შედარებით დაბალია, თუმცა დიზაინის თვალსაზრისით საკმაოდ ორიგინალური და მოსახერხებელია.

CosiHome-ს სხვა ეკობუხრები:

5-cozihome-fireplaces6-cozihome-fireplaces7-cozihome-fireplaces8-cozihome-fireplaces9-cozihome-fireplaces10-cozihome-fireplaces11-cozihome-fireplaces12-cozihome-fireplaces