იტალიური ბიზნეს მოზაიკა: კომპანია Sicis

sicis_azienda_contatti_QzpjUD

იტალიური კომპანიის Sicis-ის (სიჩის) პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც დახვეწილი ინტერიერი სურს. კომპანიის პროდუქციაში გამოყენებული ულამაზესი ფაქტურები და შეფერილობები დახვეწილი დიზაინისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა.

sicis-flower-02-700

კომპანიის პროფილი მოზაიკური მოსაპირკეთებელი მასალისა და ინტერიერის ნივთების დამზადებაა. მათი პროდუქცია იმდენად ორიგინალური და არაჩვეულებრივია, რომ ნებისმიერი ინტერიერის გალამაზება შეუძლია.

sicisit-002

Sicis-ის ქარხანა, როგორც კომპანია თავად უწოდებს – Sicis Art Mosaic Factory – იტალიის ქალაქ რავენში მდებარეობს.

რავენელი ოსტატები მრავალი საუკუნეა ულამაზესი მოზაიკის დამზადებით არიან ცნობილი. აქვეა განლაგებული მოზაიკის მსოფლიოში უდიდესი მუზეუმიც.

Sicis-ს წარმომადგენლობა ათზე მეტ  ქვეყანასა თუ მსხვილ რეგიონში აქვს გახსნილი და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად მიიჩნევა.

კომპანიის დამფუძნებლის მაურიციო ლეო პლაკუცის თქმით, როდესაც 20 წლის წინ მათი ქარხანა დაფუძნდა და იტალიური მოზაიკის წარმოება დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ XXI საუკუნეში მოზაიკა ასეთი პოპულარული გახდებოდა.

???????????????????????????????

ფოტოზე: მაურიციო პლაკუცი (მარჯვნივ) Sicis-ის შოუ-რუმის გახსნაზე რომში.

sicis_opening_6

ამჟამად კომპანია  Sicis მოზაიკის დამზადებაში მთელ მსოფლიოში აღიარებულ ნოვატორად მიიჩნევა. პირველად სწორედ აქ დამზადდა  იტალიური ფილები არაერთგვაროვანი ფაქტურით, რაც ხელით დამზადებულის შთაბეჭდილებას ქმნის.

კომპანია ცნობილია არაჩვეულებრივი საიუველირო ნაწარმითაც – ორიგინალური ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები, საათები… ყოველი მათგანის დიზაინში აქცენტი ისევ და ისევ მოზაიკაზეა გაკეთებული.

sicis-jewellery3sicis-jewellery5sicis-jewellery6sicis-jewellery-4Sicis-Jewelry-Collection-at-Baselworld-5

Sicis-ის კიდევ ერთი მიმართულება ორიგინალური  რბილი ავეჯის წარმოებაა. გულისა თუ ხელის მტევნის ფორმის სკამები, სავარძლები და დივანები მთვარის, ყვავილების ფორმის საზურგეთი… ავეჯის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ტექსტილი და ძველებური ტექნოლოგიების გამოყენებით გაფორმებულია ფერადი მოზაიკით.

sicis-furniture-4sicis-furniture-1sicis-furniture-2sicis-furniture-3

კომპანიის კიდევ ერთი ნიშა ულამაზესი მოზაიკური სკულპტურები, კედლის დეკორაციები და ინტერიერის დიზაინის სხვა ნივთებია.

sicis-wall

sicis-torshsicis-sculpt1

Sicis-ის პრიორიტეტია ასევე ორიგინალური კედლები/პანოები, რომელთა დიზაინი ისევ და ისევ მთლიანად მოზაიკაზეა აქცენტირებული.

sicis-flower1sicis-flower2sicis-flower-02-700sicis-flowers3sicis-wall2

კომპანიის კიდევ ერთი მიმართულება – მოზაიკური ჭაღებია.

Sicis-lights1sicis-lights2

პროდუქციის დასამზადებლად Sicis-ის ტექნოლოგები და დიზაინერები სხვადასხვა მასალას იყენებენ, მათ შორის, კვარციტს, ხის მასალას, ნახევრად ძვირფას ქვებს, შუშას, სხვადასხვა ლითონს, უჟანგავ ფოლადსა და ოქროსაც კი.

კომპანიის უცვლელი ლიდერი პლაკუცი არ გამორიცხავს, რომ ოდესმე იტალიურ ფილებს ძვირფასი ქვებისგანაც დაამზადებს.

პლაკუცის წარმოდგენაში მოზაიკა არის „ნაჭერი, რომელიც შეიძლება ნებისიერ ნივთს შემოახვიო“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ცოტა ხნის წინ  Sicis-მა დაიწყო მანეკენების წარმოება, რომელთაც „მოზაიკური ტანსაცმელი“ აცვიათ.

კომპანიის პროდუქცია კარგად გააზრებული ფერებთა გადაწყვეტით გამოირჩევა.  ნივთებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და გაჯერებული ფერები არაჩვეულებრივ ფორმებთან ტანდემში. სულ პროდუქციის დასამზადებლად 122 სხვადასხვა ფერია გამოყენებული.

ამასთან კომპანიის დიზაინერთა შემოქმედებითი ჯგუფები ცდილობენ მიაგნონ ფერთა დახვეწილ შეხამებებს – ამჟამად Sicis-ის მოზაიკის ფერთა დინამიკა მკვეთრი ფერებია 60-იანი წლების სტილში.

„დიახ, ასეთი სტილი მოდაში იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ დღეს მაშინდელი სტილი და ფერთა გამა ისევ ბრუნდება მოდაში, ხოლო მინიმალიზმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული იყო, ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას – სწორედ ესაა ჩვენი არჩევანის ამოსავალი წერტილი“, – ამბობს მაურიციო პლაკუცი.

კომპანია Sicis-ის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ქალის ფეხსაცმლის ფორმის აბაზანების კოლექციაა,რომელმაც მთელი მსოფლიოს დიზაინერული სამყარო აალაპარაკა.

Sicis- Art

კომპანიის ოფიციალური საიტია www.sicis.com, რომელიც იტალიურის გარდა, ცხრა სხვა ენაზეცაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად და რუსულად.