კაკაოს კუნძული: სასტუმრო ნავებზე

3-cocoa-islandწარმოიდგინეთ, რომ თქვენ ირგვლივ არავინ და არაფერია: მხოლოდ მზე და ოკეანე. ოკეანეში ასე დასვენება, როცა ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია, შეიძლება არც ისე მოხერხებული იყოს. თუმცა Cocoa Island Resort ტურიტებს მსგავს ატმოსფეროში დასვენების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს, თანაც ნაპირიდან არც ისე შორს.

2-cocoa-islandაეროპორტ Male-დან პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე – მალდივის კაკაოს კუნძულამდე მისვლას სწრაფმავალი მოტორიანი ნავით 30-წუთი სჭირდება. ტურისტებს ასევე შეუძლიათ კურორტის კუთვნილი ბორნითაც ისარგებლონ.

4-cocoa-islandმსოფლიოში მრავალი ოტელი არსებობს, სადაც დაუვიწყარი დღეები შეიძლება გაატაროთ, მაგრამ ნავი-სასტუმროები ნამდვილად ყველასგან განსხვავებული და ორიგინალურია – რომანტიკულ გარემოს აქ უმაღლესი დონის სერვისი და კომფორტი ემატება.

5-cocoa-islandCocoa Island აღჭურვილია ყველაფრით, რაც ხარისხიანი დასვენებისთვის არის აუცილებელი – სპორტდარბაზის, რესტორნების, ბარების, სპა-სალონებისა და აუზების ჩათვლით. ხელმისაწვდომია ინტერნეტი და რაც მთავარია, შესაძლებელია ინდოეთის ოკეანის სუფთა სანაპიროებზე ნებივრობა.

16-cocoa-island

ამ არაჩვეულებრივ კურორტზე ხის ნავებზე განთავსებული 36 ბუნგალო-სახლია, რომლებსაც კუნძულთან ორი ხის ხიდი აკავშირებს.

9-cocoa-islandდაათვალიერეთ ამ არაჩვეულებრივი სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის სხვა ფოტოები:

???????????????????????????????7-cocoa-island8-cocoa-island????????????????????????????11-cocoa-island12-cocoa-island13-cocoa-island??????????15-cocoa-island16-cocoa-island17-cocoa-island18-cocoa-island19-cocoa-islandcocoa-island-1