კინოთეატრი წყალზე

cinemackalzefriday4

ეს საოცარი კონსტრუქცია ერთგვარი ტივტივაა, რომელზეც კინოთეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობაა მოთავსებული.

cinemackalzefriday2

კინოთეატრის  პროექტი არქიტექტორ ოლ შირენს ეკუთვნის.

საოცარი კინოთეატრის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აწყობა საკმაოდ მარტივად მოხერხდა. საჭიროების შემთხვევაში მისი დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანაც შესაძლებელია.

cinemackalzefriday3

უჩვეულო კინოთეატრი კერძო კუნძულთან, ტაილანდის მახლობლად არის განთავსებული. თუ არ ჩავთვლით ორ სალ კლდეს, მის ირგვლივ მხოლოდ წყალია.

cinemackalzefriday5

როცა ასეთ ადგილზე იმყოფები, ძნელია წარმოიდგინო, როგორ ან რატომ უნდა იყოს აქ კინოთეატრი, მაგრამ ამ არასტანდარტულმა პროექტმა მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია – ერთდროულად ბანაობისა და ფილმის ყურების მსურველი ბევრი გამოდგა. აბა, ვის არ მოუნდება მოგზაურობის დროს ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში საინტერესო ფილმის ნახვა?

cinemackalzefriday1