კურორტი Ladera კუნძულ სენთ ლუსიაზე

ladera1

კუნძულ სენთ ლუსიაზე განლაგებული კურორტი „ლადერა“ ცხრა არაჩვეულებრივი ვილისაგან შედგება, რომლებშიც 23 ნომერია გახსნილი კედლებით.

სისტემა Open Wall-ის მიხედვით მოწყობილი თითოეული ნომრის დასავლეთი მხარე მთლიანად გახსნილია. მათგან კარიბის ზღვასა და ულამაზეს მთებზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

ladera15

თითოეული აპარტამენტი აღჭურვილია კერძო აუზით. დაგეგმარება კი იმგვარადაა ჩაფიქრებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სტუმრების პრივატულობა.

ladera4

კურორტი განლაგებულია მთლიანად ტყით დაფარულ ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 400 მეტრზე.

ladera5

ლადერა 1992 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა ნომრებისა და უმაღლესი დონის სერვისისთვის უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. კურორტის „ანგარიშზეა“ ასევე რამდენიმე პრემიაც ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მიღწევებისთვის.

კურორტი აშენებულია ადგილობრივი ჯიშების ხის მასალით და წარმოადგენს მოდელირებულ სახლებს ხეებზე, სადაც მშვიდი ატმოსფეროა გამეფებული.

ოთახები მოწყობილია მე-19 საუკუნის ძვირფასი ფრანგული ავეჯით. ინტერიერი ასევე გაფორმებულია ადგილობრივი მოქანდაკეებისა და მხატვრების ნამუშვრებით.

ladera19

ერთი სიტყვით აქ არის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია თანამედროვე კეთილმოწყობილი კურორტისათვის, სადაც ნებისმიერი იპოვის მისთვის შესაფერის გასართობს. კურორტზე მუშაობს საცეკვაო დარბაზი, სპა და მასაჟის სალონები, რესტორნები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებით.

ladera9

კურორტზე დასვენების ღირებულება სეზონების მიხედვით იცვლება. აპარტამენტი ერთი ღამით 400-დან 1425 აშშ დოლარამდე ჯდება.

დაათვალიერეთ “ლადერას” დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:

ladera2ladera3ladera6ladera7ladera8ladera10ladera11ladera12ladera20ladera18ladera17ladera16ladera14ladera13