მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

laguna-beach1ეს მდიდრული რეზიდენცია ლაგუნა ბიჩზე ახლახან გასაყიდად გამოიტანეს – მისი ფასი 9,995,000 აშშ დოლარია. სახლი გორაკის თავზე, ზედ წყნარი ოკეანის სანაპიროზე დგას.

სახლს თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინერული ინტერიერი აქვს. აქცენტი გაკეთებულია ბუნებრივ განათებაზე, რასაც უზარმაზარი პანორამული ფანჯრები უზრუნველყოფს.

laguna-beach8

laguna-beach9

რეზიდენციას ასევე აქვს ტერასები, საიდანაც მზის ჩასვლის ცქერა და ოკეანის ტალღების ხმაურის მოსმენა შეიძლება.

laguna-beach7laguna-beach12რეზიდენციის ფართობი 490 კვადრატული მეტრია, სადაც განლაგებულია ოთხი საძინებელი ოთახი, ხუთი სააბაზანო, ფართო სასტუმრო, გასართობი და სამზარეულო ოთახები, ასევე სამუშაო კაბინეტი და ოთახი მედიტაციისთვის. სახლს აქვს მოზრდილი ეზო და ავტოსადგომი სამი ავტომობილისთვის.

 

laguna-beach2laguna-beach3laguna-beach4laguna-beach5laguna-beach6laguna-beach10laguna-beach11