მილერ ლაგოსის იგლუ-ბიბლიოთეკა

milerlagosbookigloo

კოლუმბიელმა მილერ ლაგოსმა (Miler Lagos) რამდენიმე ასეული წიგნისგან იგლუ ააგო.

1milerlagosbookigloo

რა არ გაკეთებულა აქამდე წიგნებისგან – სკულპტურები, წიგნებისგან კონსტრუირებული Ford Falcon, აბრაამ ლინკოლნის შესახებ დაწერილი წიგნებისაგან აგებული კოშკი და წიგნის სახლიც კი ლისაბონის თანამედროვე კულტურის ცენტრში, მაგრამ წიგნებისგან ესკიმოსების საცხოვრებლის აგება ლაგოსამდე აზრად ჯერ არავის მოსვლია.

2milerlagosbookigloo

წიგნებისგან აგებული იგლუ, რომელსაც ლაგოსმა Home (სახლი) დაარქვა, პირველად MagnanMetz Gallery-ში გამოიფინა. იგლუს ასაგებად მან წიგნები US Navy Library-დან გამოიტანა.

4milerlagosbookigloo

ნაგებობა ნამდვილი იგლუს პრინციპითაა აგებული, თუმცა, ყინულის ბლოკების ნაცვლად, ცხადია, წიგნებია გამოყენებული.

3milerlagosbookigloo

როგორც ავტორი ამბობს, იგლუ ეძღვნება ადამიანებს, „ვისაც წიგნის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია“.

5milerlagosbookigloo