იაპონია: 21,8 მილიონად ღირებული 1-ოთახიანი

21,8 მილიონად შეფასებული აპარტამენტი სახელწოდებით The House განლაგებულია ტოკიოს პრესტიჟულ რაიონში მინამი აზაბუში, რომელიც უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასებით გამოირჩევა.

jap 14

ბინის ფართობი 411 კვადრატული მეტრია და გამოდის, რომ კვადრატული მეტრის ფასი 53 ათასია. ახლა ვნახოთ რა არის ამ სახლში ისეთი, რაც The House-ის ასეთ კოლოსალურ ფასს გაამართლებდა.

1აპარტამენტში განთავსებული პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიაში, დიზაინის ატელიე – „ჩეკოტი კოლეციონიშია“ დამზადებული.

jap 2

კედლები, კარები და ჭერიც კი იტალიური ქვისა და ხის მასალისგან სპეციალური შეკვეთითაა შესრულებული.

jap 12

სამზარეულო მოწყობილია იაპონურ სტილში Ryotei, რაც მზარეულს საშუალებას აძლევს სტუმრებს პირდაპირ სამზარეულოდან მოემსახუროს.

jap 5

აქვეა პარიზული სტილის ტერასები, ხოლო სახლი კედლების ნაწილი იაპონელი მხატვრის ჰიროში სენჯუს (Hiroshi Senju. მხატვრის ოფიციალური ვებსაიტი hiroshisenju.com) ნამუშევრებითაა გაფორმებული.

jap 4

აპარტამენტს აქვს უზარმაზარი საგარდერობო ოთახი, რომელშიც ყველანაირ საჭირო სათავსთან ერთად 200 წყვილი ფეხსაცმლის ადგილია გათვალისწინებული.

jap 10

მოკლედ, აპარტამენტის ღირსებების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდება ვინმეს, რომ მის შესაძენად ასეთი არანორმალურად მაღალი ფასის გადახდა გადაწყვიტოს?

jap 9

jap 3

jap 15