მწვანე სახლი საიგონში

Stackinggreen2

ამ არაჩვეულებრივი, თანამედროვე სახლის ფასადი და სახურავი მცენარეებითაა დაფარული და მცხოვრებლებს მზის პირდაპირი სხივებისგან და ქუჩის ხმაურისგან იფარავს.

Stackinggreen1

ბუნებრივი ვენტილაციის წყალობით ელექტროენერგია იზოგება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვიეტნამის ცხელი კლიმატის პირობებში.

Stackinggreen4Stackinggreen5

მცენარეებით სავსე მრავალრიცხოვანი ტერასები სახლს წინა და უკანა მხრიდან აკრავს, გვერდები კი ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკებითაა ამოყვანილი. ერთი შეხედვით სახლი მრავალსართულიან კორპუსს წააგავს – მისი სიმაღლე 20 მეტრამდეა.

stacking-green-house-by-vo-trong-nghia-co_616

სახლი მიწის საკმაოდ მცირე ნაკვეთს იკავებს – ხოლო თითოეული სართულის ფართობი 4მ/4მ-ზეა. სახლების მშენებლობის მსგავსი სტრუქტურა (RC frame structure) ფართოდ გამოიყენება ვიეტნამში.

სახლი Vo Trong Nghia Co. ltd-ს არქიტექტორებმა ვო თრონგ ნგიამ (Vo Trong Nghia), დეისიუკ სანუკიმ (Daisuke Sanuki) და სუნრი ნისიზავამ (Shunri Nishizawa) 30 წლის წყვილისთვის დააპროექტეს.

პლანტაციებს შორის მანძილი 10-დან 16 დუიმამდეა, მცენარეების საჭირო დროს მორწყვას ავტომატური საირიგაციო მილები უზრუნველყოფს, ასე რომ, სახლის მფლობელებს მათი მოვლისთვის განსაკუთრებული შრომა არ სჭირდებათ.

Stackinggreen12

დაათვალიერეთ მწვანე სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

green-2green-3green-4green-5green-6green-7green-8Stackinggreen6Stackinggreen11