საიდუმლო ბაღი ცათამბჯენზე

cityRooftop2-4

არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი გაუმწვანებლად – დაახლოებით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ  ბაღის დიზაინის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც დიდ ქალაქებში მიწისა და სუფთა ჰაერის სიმცირის გამო გაჩნდა.

დღევანდელი პოსტის თემა სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მოწყობილი ბაღია, რომლის დიზაინიც ავსტრალიურ კომპანია Secret Gardens-ს ეკუთვნის.

cityRooftop2-3

ესაა ერთგვარი ოაზისი ამ უზარმაზარ, ხმაურიან და მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში. 25-ე სართულის სახურავი ფაქტობრივად მთლიანად მწვანეა და  მფლობელებისთვის საუკეთესო დასასვენებელი და განტვირთვის ადგილია.

კომპოზიციის ცენტრშია მრგვალი გაზონი მცირე ზომის დეკორატიული ბუჩქებით.

cityRooftop2-6

აქ ერთ ზედმეტ დეტალსაც ვერ ნახავთ. ყველაფერი მოწყობილია გემოვნებით, ყოველგვარი გადამეტებისა და გადატვირთვის გარეშე.

cityRooftop2-7

ბაღის დიზაინის  შესაქმნელად გამოყენებულია რკინის კონსტრუქცია და თლილი ქვა. სასადილო კუთხე, სკამები, შეზლონგები და ძელსკამები მთლიანად ხისგანაა დამზადებული.

cityRooftop2-5

კიდევ ერთი ფოტო სიდნეის ცათამბჯენის არაჩვეულებრივი ბაღიდან:

cityRooftop2-2

გადადით ამ ლინკზე და გაიგეთ, ვინ არის სიდნეის საიდუმლო ბაღის დიზაინერი.