სამხრეთ ამერიკა: სასტუმრო ბოინგ-727-ში

რა შეიძლება მოუხერხო მოძველებულ, ჩამოწერილ ბოინგს? შეიძლება უბრალოდ ჯართში ჩააბარო ან, მაგალითად, შიგნით სასტუმრო მოაწყო, როგორც ეს კოსტა რიკაში გააკეთეს.

hotelboeyingfriday1

ბოინგ 727 1965 წელს არის აგებული და ჰაერში რამდენიმე ათწლეულიც გაატარა, ჯერ ავიაკომპანია South African Airways-ის, შემდეგ კი კოლუმბიური კომპანია Avianca-ს მფლობელობაში. როდესაც თვითმფრინავი ჩამოწერეს, ის ინვესტორთა ჯგუფმა გამოისყიდა და სან-ხოსეში გაგზავნა. აქ ბოინგ 727 ხუთ ნაწილად დაანაწევრეს და 150 კილომეტრში – კოსტა ვერდეზე გაგზავნეს, სადაც დღემდე ექსპლუატაციაშია.

hotelboeyingfriday6

ერთი სიტყვით, თვითმფრინავი მალე სასტუმროდ გადააკეთეს, თანაც უზარმაზარ ხეზე განათავსეს, საიდანაც არაჩვეულებრივ ლანდშაფტსა და გარეულ ცხოველებზე დაკვირვებაც შეიძლება. სასტუმრო ოკეანის პირასაა, ასე რომ მზის ჩასვლისა თუ ამოსვლის ცქერას აქედან არაფერი სჯობს.

hotelboeyingfriday4

თვითმფრინავის ინტერიერი ხის მასალით მოაპირკეთეს და საკმაოდ კომფორტული ატმოსფეროც შექმნეს. რომ არა დახრილი სახურავი და ფანჯრების ფორმა, ვერც კი იფიქრებთ, რომ თვითმფრინავში ხართ.

hotelboeyingfriday5

თვითმფრინავი-სასტუმრო მთლიანად ქირავდება პატარა სამზარეულოსა და ორი საძინებელი ოთახის ჩათვლით. სასტუმროში ღამის გათევა ადგილობრივ ფასებთან შედარებით, საკმაოდ ძვირი ჯდება. სეზონზე – 350 დოლარი, ხოლო ჩვეულებრივ თვეებში 300 დოლარი.

hotelboeyingfriday3hotelboeyingfriday2hotelboeyingfriday7