სიდნეის საიდუმლო ბაღები

ლანდშაფტის დიზაინისა და ზოგადად, ბაღების მოწყობის კრეატიულმა იდეებმა ავსტრალიური Secret Gardens კონტინენტზე ყველაზე მოთხოვნად კომპანიად აქცია.

sidneysecretgardenfriday3

Secret Gardens, რომლის ოფისიც სიდნეიში მდებარეობს, 1994 წელს მეთიუ ქენთველმა რამდენიმე მეგობართან ერთად დააარსა და ამჟამად მასში 35 გამოცდილი ლანდშაფტის დიზაინერი, არქიტექტორი და მებაღე მუშაობს.

კომპანიის მთავარი პრინციპი თავიდანვე კრეატიულობა და ორიგინალური შესრულება იყო.

sidneysecretgardenfriday1

უამრავ ძვირადღირებულ პროექტს შორის, რომელიც მათ მებაღეებსა და ლანდშაფტის დიზაინერებს განუხორციელებიათ, ვერ იპოვით ერთმანეთის მსგავს თუნდაც ორ პროექტს.

ერთადერთი დეტალი, რაც ბაღის დიზაინის უცვლელი ფავორიტია, მცირე აუზები და წყალსაცავებია, რომლებიც ერთი შეხედვით ბუნებრივი გეგონება.

sidneysecretgardenfriday11

კომპანიის გუნდი ამა თუ იმ პროექტზე მუშაობას ლანდშაფტის საფუძვლიანი კვლევითა და შესწავლით იწყებს, რაც ბაღების მდგრადობას განაპირობებს. შემდეგ კი ისინი ბაღებს საჭირო ინვენტარითა და დეკორატიული ელემენტებით აფორმებენ.

sidneysecretgardenfriday4classic

მომსახურების პირობებში შედის საკონსულტაციო მომსახურება და სამუშაოს დასრულების შემდგომი მეთვალყურეობაც, რაც ბაღების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ამის გამო Secret Gardens-ს უკმაყოფილო მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს.

sidneysecretgardenfriday12

კომპანია იყენებს ლანდშაფტის დიზაინისა და არქიტექტურის სხვადასხვა სტილს – კლასიკური, რეგულარული ბაღებიან მოდერნამდე. მომსახურების ფასი ლანდშაფტის თავისებურებების, ფართობისა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით დგინდება.

კომპანიის ოფიციალური საიტის მისამართია: secretgardens.com.au

კომპანია Secret Gardens-ის არაჩვეულებრივი პორტფოლიო:

sidneysecretgardenfriday8sidneysecretgardenfriday5originalsidneysecretgardenfriday2sidneysecretgardenfriday9