უნიკალური მუზეუმი ჩინეთში

ordoschinamusiamfriday

ორდოსში (ავტონომიური რეგიონი შიდა მონღოლეთი, ჩინეთი) გაიხსნა ახალი მუზეუმი, რომელიც პეკინურმა სტუდიამ MAD architects-მა დააპროექტა.

8ordoschinamusiamfriday

ნიჟარის ფორმის მუზეუმის უნიკალური არქიტექტურის შენობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. უდაბნოში, პატარა გორაკზე აგებული მუზეუმი გარედან  ლითონის სარტყელებით არის დაფარული. ტალღისებური ზედაპირი მას ამინდის ცვალებადობისგან იცავს, ხოლო ბუნებრივი ვენტილაცია „ნიჟარის“ სარტყელებს შორის დატოვებული ცარიელი სივრცით არის უზრუნველყოფილი.

4ordoschinamusiamfriday

ფასადის მეორე საინტერესო დეტალი შუშის სახურავია, რომელიც დეკორატიული მოსაზრებების გარდა, პრაქტიკულ დატვირთვასაც ატარებს და შენობას ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.

13ordoschinamusiamfriday

მუზეუმის შიგნით ლაბირინთის მსგავსად არის აგებული და სექციები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება.

12ordoschinamusiamfriday

ორდოსის მუზეუმის მშენებლობა ქალაქის მუნიციპალიტეტმა MAD architects-ს 2005 წელს დაუკვეთა და მშენებლობის მთელი პროცესიც დააფინანსა.

9ordoschinamusiamfriday

ორდოსის მუზეუმამდე MAD architects-ს უამრავი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა Absolute Towers – Mississauga-ში 2006 წელს. ამ და სხვა პროექტებისთვის სტუდიას ათობით საერთაშორისო არქიტექტურული პრემია აქვს მიღებული და ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კომპანიადაც მიიჩნევა.

7ordoschinamusiamfriday