“ჭკვიანი სახლი” ბევერლი ჰილსზე

Green_Summit_1

არქიტექტორმა მარკ უიპლმა (Marc Whipple) არქიტექტურული სტუდიიდან Whipple Russell Architects ბევერლი ჰილსზე (კალიფორნიის შტატი, აშშ)  რეზიდენცია Green Summit დააპროექტა.

Green_Summit_3

ეს შთამბეჭდავი სახლი არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციური და კომფორტულია, არამედ ენერგოეფექტურიცაა.

მოდერნიზმისაკენ, თანამედროვე ხელოვნებისა და ინოვაციებისადმი მფლობელების დიდი ინტერესი სახლის  ინტერიერშია ასახული. ერთგვარი „ღია“ დაგეგმარება, ფართო ოთახები, უზარმაზარი ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე, ფუნქციური ავეჯი და ტექნიკა სახლს არაჩვეულებრივად კომფორტულს ხდის.

Green_Summit_7

სახლის ეზოც მინიმალისტურადაა მოწყობილი. უსასრულო აუზი, მოზრდილი დეკორაციები, ბაღის მოხერხებული ავეჯი და მინდორი – სულ ესაა Green Summit-ის ეზოს მორთულობა.

ეს „ყოჩაღი სახლი“ მთლიანად მაღალი ტექნოლოგიებით იმართება, ეს კი სახლის მფლობელებსაც უიოლებს ცხოვრებას და არც გარემოსადგება რაიმენაირი ზიანი.

დაათვალიერეთ Green Summit-ის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Green_Summit_2Green_Summit_4Green_Summit_5Green_Summit_6Green_Summit_8Green_Summit_9Green_Summit_10Green_Summit_11Green_Summit_12Green_Summit_13Green_Summit_14Green_Summit_15Green_Summit_16Green_Summit_17Green_Summit_18Green_Summit_19Green_Summit_20Green_Summit_21Green_Summit_22Green_Summit_23Green_Summit_24